Digest Logo

„იყო მძიმე ზეწოლა და მუქარა თუ ფინანსური მოთხოვნები არ შესრულდებოდა“ - ილია თოფურიამ დუმილი დაარღვია

1765802213
ილია თოფურია

UFC-ის მსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა. საუბარი ეხება UFC-ის ჩემპიონის პირად ცხოვრებაში მომხდარ უკანასკნელ მოვლენებს. შეგახსენებთ, აღნიშნული პრობლემის გამო, ქართველმა ჩემპიონმა 2026 წლის პირველ კვარტალში ჩხუბზე უარი განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე რთული გადაწყვეტილება - დროებით შევწყვიტო ჩემი ტიტულის დაცვა. ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია, მაგრამ, როცა ჩნდება გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შენს პირად ღირსებას, ოჯახსა და რეპუტაციას, ამ ყველაფერს პირდაპირ უნდა შეხედო.

ბოლო თვეების განმავლობაში ვგრძნობდი მძიმე და მიუღებელ ზეწოლას, მათ შორის მუქარას, რომ გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებები, თუ ფინანსური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. სიმართლის დასადგენად მტკიცებულებებია საჭირო.

ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება ზუსტად არის დაცული და დოკუმენტირებული, მათ შორის აუდიოჩანაწერები, წერილობითი მიმოწერა, მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა. აღნიშნული მტკიცებულებები გადაცემულია შესაბამის სასამართლო ორგანოებს, რათა დაიწყოს სამართლებრივი პროცესი გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, ფინანსური სახსრებისა და პირადი ქონების მითვისების, ასევე არაერთი მუქარის ფაქტზე.

ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება დუმილის შესახებ მიღებული იყო მხოლოდ ჩემი შვილების დაცვის მიზნით, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არიან, მაგრამ მივხვდი, რომ ასეთ პირობებში დუმილი სიმართლეს არ იცავს — ის ცრუ ნარატივების დამკვიდრების საშუალებას იძლევა.

ბევრ ადამიანს გამოუცდია მსგავსი სიტუაცია არაერთხელ და სამართლებრივ სისტემას საბოლოოდ დაუდგენია ფაქტობრივი სიმართლე. დღეს მე ვდგამ ნაბიჯს წინ, არა მხოლოდ ჩემი ოჯახისა და საკუთარი თავისთვის, არამედ იმის საჩვენებლადაც, რომ არავინ უნდა იყოს იძულებული დაემორჩილოს დაშინებას, მანიპულაციას ან შიშს.

ისინი, ვინც მიცნობენ, დაადასტურებენ, რომ არასდროს მიმიმართავს ძალადობისთვის და რომ ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის ეფუძნებოდა დისციპლინას, პატივისცემასა და ღირსებას. სრული ნდობა მაქვს სამართლებრივი პროცესის მიმართ და მივცემ უფლებას სასამართლო სისტემას, მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინოს ფაქტები.

ჩემი შვილების და მიმდინარე სამართლებრივი პროცესის პატივისცემის გამო, მომავალში აღარ გავაკეთებ საჯარო განცხადებებს. პატივისცემით გთხოვთ, თავი შეიკავოთ სპეკულაციებისგან და ამ სენსიტიურ პერიოდში პატივი სცეთ ჩემი ოჯახის პირად სივრცეს. სიმართლეს ხმაური არ სჭირდება — მას ფაქტები სჭირდება“, - წერს ილია თოფურია.

ცნობისთვის, UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, ცხოვრებაში რთულ პერიოდს გადის. სპორტულ წარმატებას პირადი კრიზისი მოჰყვა. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი, ოფიციალურად ითხოვს განქორწინებას და ჩემპიონის ქონების ნახევარს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ilia Topuria (@iliatopuria)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მანდარინი, ბროწეული, ლიმონი, სანთელი და 2 ფიგურა მაგიდაზე...“ - როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რიტუალი მიხეილ ცაგარელისგან!

⭕„ვისწავლე თაღლით და ბოროტ ადამიანებთან ცხოვრება... როგორც სარეველა არ გამოილევა დედამიწაზე, ისე ბოროტი არ დაილევა“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

🎥 „იყიდეთ პატარა ტანსაცმელი... 2026 წელს აუცილებლად აისრულებთ“ – გოგა მანიას რჩევა უშვილო წყვილებისთვის