მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო სანტორინში მოგზაურობს. მან სოციალურ ქსელში გამომწერებს საბერძნეთის ულამაზეს კურორტზე გადაღებული ფოტოები გაუზიარა, სადაც დახვეწილი იმიჯით და საცურაო კოსტიუმით პოზირებს.
ტელეწამყვანის ახალმა კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და თბილი კომენტარები დაიმსახურა.
„კარგი დასვენება ლამაზო“
„რა ფერებში და რა ადგილზე ხარ მოკლედ“,
„საოცარი კადრებია“, - წერენ კომენტარებში.
29 წლის მარიამ სანოგომ ქართულ ტელესივრცეში თავისი ადგილი უკვე მყარად დაიმკვიდრა. მისი სატელევიზიო კარიერა წლების წინ დაიწყო, როდესაც საზოგადოებას ამინდის პროგნოზს ამცნობდა. მას შემდეგ მოდელმა არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა და მაყურებლის საყვარელ სახედ იქცა.
შეგახსენებთ, რომ მარიამი აქტიურად აგრძელებს როგორც სამოდელო, ისე სატელევიზიო საქმიანობას და გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს პირადი თუ პროფესიული ცხოვრებიდან.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „მოეფერეთ საყვარელ ადამიანს“ - 2 ივლისის ენერგიები
⭕ „შენ გგონია, რომ ღმერთთან კავშირს ამყარებ და სინამდვილეში პირიქითაა…“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე