Digest Logo

„კაცების უმრავლესობა მარტივ ქალს ირჩევს, რადგან ძლიერ ქალთან ისინი ვერ იკვებებიან“ - ნეკა დოროყაშვილი პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს

1731391951
ნეკა დოროყაშვილი

ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს სექსუალური ფოტოებით ანებივრებს.

სწორედ ამიტომ დოროყაშვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.

ამჯერად იგი ინსტაგრამზე გამომწერებს ახალ პიკანტურ ფოტოებს უზიარებს, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:

„ანათებ შენი სილამაზით“.

„ჩემი იდეალი ქალი“.

„მაგარი გოგო ხარ“, - წერენ კომენტარებში.

„კაცების უმრავლესობა მარტივ ქალს ირჩევს, რადგან ძლიერ ქალთან ისინი ვერ იკვებებიან. ძლიერი ქალი გამოწვევაა, სარკეა, რომელიც მათ აიძულებს საკუთარი სისუსტეები დაინახონ. ასეთ ქალთან ურთიერთობას სიმტკიცე და თვითდაჯერება სჭირდება და ბევრს ამისთვის მზადყოფნა არ აქვს.

ფსიქოლოგიური კასტრაცია ტერმინი ალბათ გაგონილი გექნებათ, ძლიერი ქალი აღვიძებს მათ შიშებსა და დაუკმაყოფილებლობას, ამიტომ ირჩევენ მარტივ გზას, სადაც არ სჭირდებათ საკუთარ თავზე მუშაობა“, - წერს ნეკა დოროყაშვილი კომენტარებში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გვითხრა ჯანმრთელიაო, მაგრამ აღმოჩნდა, დაბადებიდან თირკმლის უკმარისობა ჰქონია“ - ლენუკა ყიფშიძეს ძაღლი მოუკვდა

„დაძაბული დღე გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, რომ რაციონალურები იყოთ... ბევრ ენერგიას ნუ გაფლანგავთ“ - 12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 თუ გაინტერესებს ფარმაკოლოგია, მაშინ ეს სწორედ შენთვისაა - „კუჭის დამცავი საშუალება კუნთების სპაზმს იწვევს“