Digest Logo

🎥 „ხატზე დავიფიცებ, რომ ეჭვიანი არ ვარ, სოფოს თაყვანისმცემლებს მე ვწერ ხოლმე მადლობებს“ - მიშა მესხი

1706705606
სოფო ბედია

როგორ უნდა შეუთავსოთ ოჯახი და კარიერა ერთმანეთს, ამის შესახებ „დღის პოსტის“ ეთერში ცნობილი მომღერალი სოფო ბედია, შვილთან და მეუღლესთან მიშა მესხთან ერთად იმყოფებოდა. 

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეორე ნახევარს, ჩემი მიშიკო კარგი ბიჭია, ყოველთვის გვერდით მიდგას“, - ამბობს სოფო ბედია.

როგორც მიშა მესხმა აღნიშნა, როდესაც სოფო ქალაქგარეთ მიდის კონცერტის ჩასატარებლად, ცდილობს მას გაყვეს და ერთად იყვნენ. 

„მიშა ყოველთვის ჩემ გვერდით არის, მაგრამ ამ დროს ხალხს ჰგონია, რომ მიშა ჩემზე ეჭვიანობს“, - ამბობს მომღერალი.

„ხატზე დავიფიცებ, რომ ეჭვიანი არ ვარ. სიმართლეს გეტყვით შეყვარებულობის პერიოდში მქონდა ბრძოლები, მაგრამ მე მივხვდი ვინ მომყავდა ცოლად, მაგრამ ახლა მის თაყვანისმცემლებს მე ვწერ ხოლმე მადლობებს“, - ამბობს მიშა მესხი. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„არის ბუნებრივ კომაში და მართვით სუნთქვაზე“ - ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება

 მარგალიტებივით გამორჩეული ფილმების რეჟისორი, თენგიზ აბულაძე 100 წლის გახდებოდა

🎥 როგორია ხანდაზმული ადამიანების ცხოვრება საქართველოში და ხანდაზმულთა შინ მოვლის გამოცდილება