
კუბელი მსახიობი მარიო ჩიმარო ცოტა ხნის წინ, სხვა მსახიობებთან ერთად, სერიალ „ფარული ვნების“ საპრემიერო ჩვენებაზე გამოჩნდა.
მას თან ახლდა უმშვენიერესი სლოვაკი მოდელი, ბრონისლავა გრეგუსოვა.
გოგონა 27 წლისაა და მოდელობით არის დაკავებული. მარიო და ბრონისლავა ერთად არიან 2019 წლიდან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყვილი მალე დაქორწინებას აპირებს. „ინსტაგრამზე“ შეყვარებულები გამუდმებით აქვეყნებენ ერთობლივ ფოტოებს. მარიო ახლა 50 წლისაა, გოგონა კი მარიოზე 23 წლით უმცროსია.
შეგახსენებთ, რომ სერიალი „ფარული ვნება“ „ტელმუნდოს“ არხზე გადის, მასში მთავარ როლებს ისევ დანა გარსია, პაოლა რეი, ნატაშა კლაუსი, ხუან ალფონსო ბატისტა და მიჩელ ბრაუნი ასრულებენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ფეისბუკმა რუსეთს შეზღუდვები დაუწესა