
რამდენიმე თვის წინ მუსიკოსი გიორგი ცაგარელი და ლელა კილაძე ვაჟის, ანდრეას მშობლები გახდნენ.
ანდრეა გიორგისთვის პირველი, ლელასთვის კი - მეხუთე შვილია. წყვილმა რამდენიმე თვის წინ მეგობრებს კადრები შვილის ნათლობიდანაც გაუზიარეს, თუმცა მაშინ ბავშვის სახის გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს.
ამჯერად კი გიორგი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ცნობისთვის, ლელა კილაძის პარტნიორი მუსიკოსი გიორგი ცაგარელია. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა საზოგადოებაში, როგორც წყვილი, ხშირად ჩნდებიან.
გიორგი ცაგარელი მანამდე ასევე მუსიკოს ლიზა ბაგრატიონს ხვდებოდა. ისინი რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდნენ ერთად, დაშორების მიზეზებზე კი არ უსაუბრიათ.
ლელა კილაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ის თბილისის იმდროინდელი მერის, გიგი უგულავას მეუღლე გახდა. ლელა კილაძესთან ქორწინება მეორე იყო გიგი უგულავასთვისაც, მასაც პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი, ტასო და თინათინი ჰყავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლელა კილაძე მეხუთე შვილის ფოტოს აქვეყნებს - პატარა ანდრეა მამასთან ერთად პოზირებს
🎥 „ბიჭების 95% სიმაღლეში ზრდას 18 წლამდე ასრულებს , ხოლო გოგოების 90% 16 წლამდე“ - კოტე თოდუა
⭕ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას მილანური ვოიაჟი გრძელდება - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი?