
ლიზა ბაგრატიონი ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ქართულ შოუბიზნესში. მისი შემოქმედება ბევრი ადამიანისთვის ძალიან საყვარელი და მისაღებია.
ლიზას მშვიდი შემოქმედებისგან განსხვავებით ბობოქარი პირადი ცხოვრება აქვს, ის მასზე 12 წლით უმცროს ბიჭზეა დაქორწინებული.
მისი რჩეული - ალტისტი გიორგი ცაგარელი აპრილში 35 წლის გახდა. მას საზოგადოებამ განსაკუთრებით ლიზასთან ურთიერთობის შემდეგ მიაქცია ყურადღება.
რამდენიმე საათის წინ გიორგი ცაგარელს „ინსტაგრამის“ ლაივში, სადაც ის მუსიკოს გიორგი გიგაშვილთან ერთად იმყოფებოდა, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰკითხა: „ლიზას რატომ დაშორდი?“. მუსიკოსს კომენტარისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ლაივი გათიშა.
უცნობია, მართლა დაშორდა თუ არა წყვილი ერთმანეთს. სოციალური ქსელში ბოლო პერიოდში წყვილს ერთად გადაღებული ფოტოები აღარ უდევს. ლიზამ რამდენიმე საათის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ თავს მშვიდად გრძნობს სახლში და შობა ახლოსაა.
აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საინტერესო ამბებს⤵️
🔵„ქმარი ცოლზე წარმატებული უნდა იყოს“ - ქეთი ფარესაშვილი
🔵3 ქორწინება, ღალატი და 12 წლით პატარა რჩეული - ლიზა ბაგრატიონის უცნობი ამბები
🔵წარუმატებელი ქორწინება, მარტოხელა დედობა და ცნობილი ოჯახის შვილობა - მარიამ როინიშვილის პირადი
🔵ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე
წყარო: sputnik-georgia.com