მოდელი, სამოდელო სააგენტოს მფლობელი ნინა ცქიტიშვილი 47 წლის გახდა. დაბადების დღე მან მეგობრებთან და შვილებთან ერთად აღნიშნა.
მოდელი, როგორც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში იყო და უამრავი მილოცვა და კომპლიმენტები დაიმსახურა საზოგადოებისგან.
ამჯერად ნინა ცქიტიშვილი დაბადების დღიდან ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა უამრავი მოლოცვისთვის, სიყვარულისთვის, ყურადღებისთვის და იმ საოცარი ემოციებისთვის,
რომლებიც ჩემს მოგონებებში ძალიან დიდხანს დარჩება.🙏🏻🙏🏻🙏🏻🤗❤️
მიყვარხართ!!!“, - წერს ნინა ცქიტიშვილი.
აღსანიშნავია, რომ 47 წლის მოდელი თანამშრომლობს სხვადასხვა ბრენდებთან და მისი ფოტოსესიებიც ყოველთვის შთამბეჭდავი გამოდის.
ცნობისთვის, ნინა ცქიტიშვილი ოჯახთან ერთად ხშირად მოგზაურობს, ბოლოს ისინი ლოს-ანჯელესში იმყოფებოდნენ.

View this post on Instagram
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღეს საღამოს, სახლში დაბრუნებისას, ჩაიხედეთ სარკეში, გაიღიმეთ და თქვით...“ - პარასკევის რიტუალი