გადაცემა „ჩვენი საქართველო“ რომლის სატელევიზიო პრემიერა 9 მარტს შედგა, სამეგრელოს რეგიონს დაეთმო. გადაცემის წამყვანებთან ჯანეტ ქერდიყოშვილთან და დიმა ომობოლაძესთან ერთად მიწვეულმა სტუმრებმაც ისაუბრეს.
ერთ-ერთი სტუმარი ცნობილი ტელესახე ნანუკა გულუა იყო, რომელმაც საყვარელ ქალაქზე განსაკუთრებულად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველთვის ამაყობდა მეგრელობით.
„სიტყვა სეპარატისტს რომ გვეძახიან ვიღებ ამას, რადგან ძალიან მიყვარს ადამიანები და სულ შემიძლია მათ მიმართ გავცე სითბო. მაგრამ სამეგრელო, ზუგდიდი და ზუგდიდელები ჩემთვის სხვა ზღვა ემოიციაა.
დღემდე ამ ასაკშიც კი, როდესაც წარწერას ვხედავ, სადაც წერია „ზუგდიდი“ - გული სიხარულისგან მიჩქარდება, სხვანაირად ვსუნთქავ და სხვანაირად ბედნიერი ვარ. მიყვარს ყველაფერი და ყველა მოგონება, რაც იქაურობასთან მაკავშირებს, ვერ ვძღები იქ ყოფნით.
ამ ხალხმა (ზუგდიდელებმა) იციან სიყვარულის გაცემა ისეთი რაოდენობით და ისეთი სილამაზით, რომ მართლა გული მწყდება, ვინც ზუგდიდელი არ არის, რადგან ამ ყველაფერს ვერ იგებს. ამ ადამიანებმა ისე იციან შექება და თვითშეფასების ამაღლება, რომ არანაირ თერაპია აღარ გჭირდება.
მადლობა ღმერთს, რომ მეგრელად გამაჩინა და მომავლინა ამ ქვეყანას ზუგდიდში. ჩემი ცხოვრების ყველა მიღწევა, ყველა ბედნიერება და სიხარული, რაც ამ ცხოვრებაში მეღირსა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მეღირსა ვიყავი ზუგდიდელი და ვიცოდი მეგრული. მთელი ჩემი ცხოვრება სულ ვამაყობდი, რომ ვარ მეგრელი და ვარ ამ მაგარი კუთხიდან“, - ამბობს ნანუკა გულუა.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დედით მეგრელი ვარ, ფოთში ვარ გაზრდილი და ცოტა მეგრულიც ვიცი...“ - დიმა ობოლაძე ბავშვობაზე
⭕ბუდუ ზივზივაძე იუბილარია - ფეხბურთელის ახალმა იმიჯმა გულშემატკივრები აღაფრთოვანა