
მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს. მაკა მართალია სოლო კარიერით განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა ჯგუფიც ხშირად ატარებს კონცერტებს.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს, რომელიც პარიზშია გადაღებული.
მომღერალი პარიზში მეუღლესთან, მიხეილ ჩოხელთან ერთად მოგზაურობს.
კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც კომენტარებში აღნიშნავენ წყვილი ძალიან უხდება ერთმანეთს.
„რა კარგები ხართ“,
„შეუდარებელი წყვილი“,
„როგორ უხდებით ერთმანეთს“,
„მიყვარს ეს წყვილი“, - წერენ კომენტარებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ!!“ - მატილდა გვარლიანი Victoria's secret-ის შოუზე
⭕„ის ძალიან სევდიანია“ - რას წერენ ბელა ჰადიდის გამოსვლაზე Victoria’s Secret-ის შოუში