
მარიამ გულედანის დედა, ნინი ბუკია გადაცემაში „ჩათი“ პასუხობს კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ მისი შვილი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზად არის. მისი აზრით, კარგია როდესაც ახალგაზრდები დამოუკიდებლად გადადიან საცხოვრებლად.
„მარიამის ხელა რომ ვიყავი, არ იყო საშუალება, წავსულიყავი, მემუშავა, მექირა ბინა და მარტო მეცხოვრა, არ იყო ამის ფუფუნება და ჩემ ირგვლივ ამას არავინ აკეთებდა. ახლა რომ ვფიქრობ მარიამზე და მის თანატოლებზე, ეს ძალიან მაგარი გამოწვევაა, რომ უკვე დაიწყო მარტო ცხოვრება, ნახო, როგორ ცხოვრობ, რა გჭირდება, რა გინდა, ძალიან საინტერესოა და ვგულშემატკივრობ. როცა მესმის, ჩემი მეგობრების შვილები გადავიდნენ მარტო საცხოვრებლად, ვამბობ, აბა, რა, რა მაგარია-მეთქი, მაგრამ რა წამსაც ეს ეხება ჩემს შვილს, მანდ ირთვება დედა და ალბათ, ყველა მშობელი გადის ამ გზას, როდესაც წარმოუდგენელია, როგორ უნდა იცხოვროს მარტო, ელემენტარული რამ არ იცის და ვერ აკეთებს. მე არ ვარ ძალიან მაგარი დიასახლისი, რომ ვთქვა, ჩემი შვილი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ერთი-ორი წელი კარგი იქნებოდა, უფრო მეტი თავისუფლებით ეცხოვრა მშობლებთან ერთად. მეგონა, რომ აქამდე გაზის ჩართვაც არ იცოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ იცის. მარიამი მიზანდასახული მგონია, თუ ის გადაწყვეტს, რომ მარტო იცხოვროს, იცის, რომ კომუნალური მომსახურებები თავისთავად არ გვარდება. თუ მან ეს გადაწყვიტა, იხტიბარს არ გაიტეხს და ყველაფერს ძალიან კარგად გააკეთებს. ძალიან ეჩქარება მარტო გადასვლა. მინდა, რომ გადავიდეს და ნახოს… “ - ამბობს ნინი ბუკია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ანგელოზის ციფრები - აი, რას ნიშნავს თუ ყველგან 11:11-ს ხედავ