„მინდა ჭორების მოეღოს ბოლო, ის 11 ადამიანი რომელიც დააკავეს, მაშინ როდესაც მე დამაკავეს ჩემთან არაფერ შუაში არ იყვნენ, ისინი ცალკე იყვნენ. ჩემი სალონიდან მხოლოდ მე დამაკავეს“, - ამის შესახებ მომღერალი ხატია წერეთელი, რომელმაც ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა გადაცემაში „სხვა ნანუკასთან“ საუბრობს.
როგორც იგი გადაცემაში ჰყვება აღარ აპირებს დაუბრუნდეს ძველ საქმიანობას.
„მინდა ჭორებს მოეღოს ბოლო, ისინი ვინც დააკავეს არ იყვნენ ჩემთან, საერთოდ არანაირი შეხება არ მქონია მათთან.
ჩემი სალონი დალუქულია და არც ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა, ძალიან დაღლილი ვიყავი, ნაკლებად დამღლელი საქმე მინდა დავიწყო.
ბედნიერი ვარ თავისუფლებით, ერთი ეს (ციხე) არ მქონდა ნანახი და ალბათ ესეც უნდა მენახა“, - ამბობს ხატია წერეთელი.
ცნობისთვის, ხატია წერეთელი პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 2025 წლის 27 აგვისტოს დააკავეს.
შსს-მ 2025 წლის 27 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.
დააკავეს როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. მათ შორის, ირმა კურტანიძე იგივე ხატია წერეთელი. დანაშაულები 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ტიპური დიდსულოვანი ადამიანი ვარ და ყველას პატიება შემიძლია“ - ხატია წერეთელი
🎥 უბარაქობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი - რატომ ვერ ინარჩუნებ ფულს?