Digest Logo

„ტიპური დიდსულოვანი ადამიანი ვარ და ყველას პატიება შემიძლია“ - ხატია წერეთელი

1772653853
 ხატია წერეთელი

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი [ირმა კურტანიძე] პატიმრობიდან 20 თებერვალს გათავისუფლდა.

იგი საპატიმროს დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს „სხვა ნანუკასთან“ აკეთებს.

„ტიპური დიდსულოვანი ადამიანი ვარ ყველას პატიება შემიძლია. მხოლოდ 2 ადამიანი იყო ვინც ჩემ გვერდით არ იყო. უამრავი წერილები მომდიოდა ნაცნობებისგან.

ჩემი მეგობარი გურამ არუთინაშვილი კი ჩემი კონტაქტი იყო ფაქტობრივად გარე სამყაროსთან“, - ჰყვება მომღერალი. 

მან ასევე შვილის შესახებაც ისაუბრა.

„როდესაც ჩემი შვილი ჩემთან ციხეში მოდიოდა და მეხუტებოდა იმ ტანსაცმელს არ ვიხდიდი 2 დღის მანძილზე, რადგან ჩემი შვილის სუნი ჰქონდა, რთული იყო, მაგრამ ამასაც გავუძელით...“, - ჰყვება ხატია წერეთელი. 

მისი თქმით ახლა საკუთარი თავისთვის და მეგობრებისთვის უფრო მეტ დროს გამოყოფს და როგორც თავად ამბობ აღარ აპირებს გიჟურად იმუშაოს. 

ცნობისთვის, ხატია წერეთელი პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 2025 წლის 27 აგვისტოს დააკავეს.

შსს-მ 2025 წლის 27 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ  თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.

დააკავეს როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. მათ შორის, ირმა კურტანიძე იგივე ხატია წერეთელი. დანაშაულები 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჩემნაირი ადამიანისთვის ასეთ პატარა სივრცეში ცხოვრება არის ნამდვილი კოშმარი“ - ხატია წერეთელი საპატიმროს დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

⭕„ხუთი წელი დეპრესიაში ვიყავი, სახლიდან არ გავდიოდი...“ - რას ჰყვება მაიკო კაჭკაჭიშვილი

🎥 უბარაქობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი - რატომ ვერ ინარჩუნებ ფულს?