Digest Logo

„მინდა, საქართველოს წარმომადგენელი გავხდე და არა რომელიმე სხვა ქვეყნის“ - დოდონა ნამორაძე „ევროვიზიაზე“

1763055236
დოდონა ნამორაძე

მომღერალი დოდონა ნამორაძე „ევროვიზიის“ შესახებ საუბრობს და როგორც თავად ჰყვება კონკურსზე საქართველოს სახელით სურს გასვლა და ორ სიმღერას ამზადებს. 

„ორი წელია, ბრიტანელი კომპოზიტორი, ჯოში, აგზავნის ჩემს სიმღერებს „ევროვიზიის“ შესარჩევი ტურებისთვის. შარშან ჩავერთე და წელსაც გავაგზავნე ორი არაჩვეულებრივი სიმღერა. ეს არის ინგლისური, პოპ ჟანრის სიმღერები, რაც „ევროვიზიას“ უხდება. ორივე ძალიან მაგარია. იმედი მაქვს, ამ სიმღერების განხილვა იქნება და შევძლებ საქართველოს წარდგენას „ევროვიზიაზე“. ძალიან დიდი იმედი მაქვს და, ვფიქრობ, მაგარი შედეგი დაიდება ამ სიმღერებით…

ყველაზე მთავარი მოტივი ის არის, რომ საქართველო კარგად წარდგეს და ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი ნიჭი და ა.შ., სწორად წარვადგინოთ. მქონდა შემოთავაზებები, სხვა ქვეყნის სახელით გამეგზავნა ჩემი სიმღერები, მაგრამ… ძალიან მინდა, საქართველოს წარმომადგენელი გავხდე და არა რომელიმე სხვა ქვეყნის, მაგრამ, თუ სხვა გზა არ მექნება, ალბათ მერე სხვაგვარად მოვიქცევი", - ამბობს მომღერალი დოდონა ნამორაძე ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაფრის მიუხედავად, გიორგი ჩემი მეგობარია“ - ენი გასიევა გიორგი ყიფშიძესთან დაშორებასა და ცხოვრების ახალ ეტაპზე

⭕„მოერიდეთ შურისძიების სურვილს და ემოციები გააკონტროლეთ“ - თაკო მელიქიშვილი 13 ნოემბრის ენერგიებზე

⭕„როგორ გაფრინდა ეს დრო, შენ ხარ ჩემი პატარა მეგობარი და მინდა, სულ კეთილი იყო“ - ანა შელიას ქალიშვილი 5 წლის გახდა