Digest Logo

„მქონდა ჭარბი წონის პრობლემა... ისეთი დიეტაც დამიცავს, შიმშილით გული რომ წამივიდა“ - მანუ მურღულია

1747137679
მანუ მურღულია

„დღის პოსტის“ყოფილმა  წამყვანმა მანუ მურღულიამ თავისი ნიჭიერებითა და მომხიბვლელი გარეგნობით საზოგადოებას თავი კარგად გააცნო და შეაყვარა. ამასთან მანუ იუმორისტული შოუს ბენდის „ნიკოს შოუს“ წევრიც გახლდათ. სწორედ მათ მიერ შესრულებულ სიმღერებს უკვე არაერთ ქვეყანაში იცნობენ, იყენებენ თავიანთი ინტერპრეტაციით და აღნიშნავენ, რომ ეს ქართულია.

მანუ სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს. 

ამჯერად იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ ინარჩუნებს ფორმას.

„გერმანიიდან რომ ჩამოვედი, საკმაოდ მომატებული ვიყავი და მქონდა ჭარბი წონის პრობლემა. კვებით ხელი შევუწყვე, ვივარჯიშე და ისევ ჩავდექი ფორმაში. ბევრი სიარულით, წყლის გარკვეული რაოდენობის მიღებითა და სწორი კვებით ვცდილობ, არ მოვიმატო ზედმეტი კილოგრამები.

ადრე ძალიან განვიცდიდი მომატებულ კილოგრამებს, ახლა ასე აღარ ვარ. ხან მოიმატებს ადამიანი და ხან დაიკლებს, ამისგან ტრაგედიის შექმნა და ჰაერისა და წყლის დიეტის გაკეთება, ჩემი აზრით, არ არის სწორი. არ დაგიმალავთ, ისეთი დიეტაც დამიცავს, შიმშილით გული რომ წამივიდა. წლების წინ მე და ჩემმა მეგობარმა ვიპოვეთ ინტერნეტში საშინელი დიეტა და მესამე დღეს ისე ცუდად გავხდი, გული წამივიდა...“, - ამბობს მანუ მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც მომდევნო 4 თვე განსაკუთრებით წარმატებული იქნება

⭕„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი, ბავშვებს ფეხბურთზე სიარული უნდათ მის გამო, ამაზე დიდი მიღწევა ადამიანს არა მგონია ჰქონდეს“ - გურამ კაშია ხვიჩა კვარაცხელიაზე

⭕„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი, ბავშვებს ფეხბურთზე სიარული უნდათ მის გამო, ამაზე დიდი მიღწევა ადამიანს არა მგონია ჰქონდეს“ - გურამ კაშია ხვიჩა კვარაცხელიაზე