
მცირე პაუზის შემდეგ ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა კვლავ ერთად არიან. კადრებს სოციალურ ქსელში ალექსანდრა პაიჭაძე აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ წყვილი იტალიაში მოგზაურობს.
რამდენიმე თვის წინ ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბიზნესმენს დაშორდა. ფოტომოდელმა და ინფლუენსერმა, ინსტაგრამზე ერთობლივო ფოტოც გამოაქვეყნა. კოდუას კი ერთად გატარებული წლებისთვის, მადლობას უხდიდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილს ერთი საერთო შვილი ვიქტორია ჰყავთ.
„ბევრი ჭორის თავიდან აცილების მიზნით ვწერ ძვირფასებო. ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს, თუმცა დიდი მადლიერებით და სრულიად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა. ვრჩებით მეგობრებად სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები.
მადლობა დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, გაბედნიერებისთვის!
ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე, რაც ჩვენ სამწუხაროდ აღარ გამოგვივა“, - წერდა ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: