კინოსა და თეატრის მსახიობი ნატა ბერეჟიანი, რომელიც ახლახან მეორედ გახდა დედა და უსაყვარლესი გოგონა თინა შეეძინა, ხშირად აქვეყნებს კადრებს სოციალურ ქსელში ოჯახური ცხოვრებიდან.
ამჯერად იგი შვილების ფოტოს აქვეყნებს, მსახიობს ასევე ჰყავს ვაჟი, დათუნა.
როგორც ნატას მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, და-ძმა ზაფხულის ცხელ დღეებს მხიარულად ატარებს.
მსახიობი ნატა ბერეჟიანი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო და დასამახსოვრებელ როლს ასრულებდა. მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.
ნატა ბერეჟიანს ერთი ვაჟი, დათუნა ჰყავს:
„დათუნა 22 წლის ასაკში გამიჩნდა. დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მოვლენაა, რომელსაც არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ადამიანს ყველაფერში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს - პროფესიის არჩევაში, სახლის შეძენაში, თუნდაც შენი მეორე ნახევრის არჩევაში... დედობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: