
ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე 24 მარტს 52 წლის გახდა. მას სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა მიულოცა დაბადების დღე.
იგი ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და მუდამ დიდ მოწონებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან.
ნინო ნადირაძის ბიოგრაფია
ნინო ნადირაძე უკვე წლებია, სამედიცინო სფეროში საქმიანობს და მისი მეუღლე ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვია.
„ხშირად გვაქვს კამათი, თუმცა გუგა იმიტომ არის 30 წელი ჩემი მეუღლე, რომ ის მიღებს ისეთად, როგორიც მე ვარ. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი მეუღლე „გადამეკეთებინა“, რადგან მე ის მისი უჟმური ხასიათით მომწონს. მას მე ჩემი ხასიათებით მოვწონვარ.
ყოველთვის ერთმანეთთან შეთანხმებით ვაკეთებთ ყველაფერს, სხვანაირად 30 წელი ერთად ვერ ვიცხოვრებდით. მე ჩემი მინუსები მაქვს, გუგას - თავისი, მაგრამ ეს გლობალურ, საერთო მიზანს, რომ ჩვენ ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის, ერთმანეთისთვის საინტერესოები და ძალიან ბევრი ადამიანის საყრდენი, ხელს არ უშლის“, – ამბობდა ნინო ნადირაძე ქმართან ურთიერთობის შესახებ.
წყვილს ორი შვილი ჰყავს. უფროსი, ბაია კუზანოვა, მამის გზას აგრძელებს და თავადაც პლასტიკური ქირურგია. ბაიას ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს, რომელიც ბებიასთან და ბაბუასთან დროს ხშირად ატარებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: