Digest Logo

„ონლაინბებია გავხდი - ბედნიერების შეგრძნება იყო პიკზე… ახლა დაიწყო მეორე დრამა...“ - ინგა გრიგოლია

1674460594
ინგა გრიგოლია

4 იანვარს ინგა გრიგოლის პირველი შვილიშვილი შეეძინა. ჟურნალისტმა მაშინვე გამოაქვეყნა ეს ამბავი და საოცარ გრძნობაზე სოციალურ ქსელში დაწერა. როგორია ბებიობა, რა განცდები აქვს გრიგოლიას პატარა ნინიას მიმართ და როგორი ემოციებით შეხვდა ამ ახალ სტატუსს - ამ თემაზე მან „დილის live“-ში ისაუბრა.

„ვერ ვიტყვი, რომ თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ, რადგან ნინია რომ დაიბადა, ვირუსი დამემართა და ონლაინბებია გავხდი. საინტერესოა, რომ ჩემი შვილი მე არ გამიზრდია, დედაჩემმა გაზარდა მარიამი. ამიტომ ჯერ შეგუების პროცესში ვარ, წარმოიდგინეთ 51 წლის ასაკში შვილიშვილს ვუდგები ისე, რომ აი, პატარა შვილი გამიჩნდა სახლში. ფანტასტიკური ბავშვია, არანორმალურად მიყვარს და ნელ-ნელა ვუგებ, რა არის ბებიობის გემო… სხვათა შორის ცოტა ადრე დაიბადა ნინია, დედაჩემთან ვიყავი და მარიამმა მომწერა, ცოტა ტკივილები დამეწყო და გადავირბენ „ჩაჩავაშიო“, არც კი ავდექით, ვფიქრობდით, რომ ჯერ ადრეა, მაინც ვერ გავჩერდი, წამოვედით მე და დიანა ტრაპაიძე და ახლა ხომ ძალიან გამარტივებულია ყველაფერი, ჰოდა, აღმოჩნდა, რომ უცებ, ყოველგვარი წვალებისა და 18-საათიანი მშობიარობისა და ტანჯვის გარეშე, დაიბადა. მის დაბადებას ონლაინ ვუყურებდით და დიდი ემოციები იყო. ბედნიერების შეგრძნება იყო პიკზე… ახლა დაიწყო მეორე დრამა, ძაღლმა ლილიმ, რომელიც ჩემია, მაგრამ რეალურად მარიამის შვილია, მან გაზარდა და მარიამიც ასე ეძახის, ძალიან იეჭვიანა ბავშვზე და არის საგიჟეთი სახლში, საოცრად იეჭვიანა და ის მე წავიყვანე სახლში“ – ჰყვება ინგა გრიგოლია გადაცემაში „დილის live“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„წლის დასაწყისშივე ძალებს თავი თუ ვერ მოვუყარე და 2023 ისე ვერ დაიწყე, როგორც გეგმავდი, გული არ გაიტეხო, ყველაფერი ახლა იწყება...“ - რას გვირჩევს ასტროლოგი?

🔵„არ არის გამორიცხული, 2023 წელს, რისიც ჩვენ არ გვჯეროდა, ის გამჟღავნდეს“ - გიორგი ლობჟანიძის წლის პროგნოზი

🔵როგორი იქნება თქვენი ჯოჯოხეთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?