საზოგადოებაში აქტუალობას არ კარგავს ამბავი იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედი“. არხიდან წასვლის შესახებ ხაზარაძემ 24 მაისს თავად გაავრცელა ვიდეომიმართვა.
აღნიშნულ საკითხის შესახებ გადაცემა „სარკასტიკის“ წამყვანებმა ნანიკო ხაზარაძეს დაურეკეს და მიზეზის კიდევ უფრო დეტალურად გარკვევას შეეცადნენ.
„დაე ილაპარაკონ, ვისაც რა უნდა, ხალხის ფანტაზიაა და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ვისაც უფრო მდიდარი ფანტაზია აქვს, უფრო კარგ ვერსიებს მოიგონებს, მიმიცია მათთვის სრული თავისუფლება.
ორი ოფიციალური ქმარი მყავდა და გავშორდი მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ყველაფერი იწყება და მთავრდება, ასე დასრულდა აქაც.
არანაირი უთანხმოება არ მომხდარა ჩემსა და გიას შორის, დღესაც ვნახე და კარგად ჩავკოცნე და ვიჭუკჭუკეთ ერთმანეთში“, - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.
ცნობისთვის, რაც შეეხება საზოგადოებაში გავრცელებულ ხმებს, ტელეწამყვანის ტელეკომპანია „იმედიდან“ წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ეთერში, მსოფლიო ვარსკვლავ ორნელა მუტის სტუმრობისას მომხდარი ინციდენტი სახელდება. აღნიშნულ გადაცემაში ნანიკო ხაზარაძემ გია ჯაჯანიძეს, რომელსაც იტალიელი მსახიობის სახელი შეეშალა, შეცდომა იქვე შეუსწორა და თავზე მსუბუქად წამოარტყა ხელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით