გიტარისტი ტარიელ სუარი სოციალურ ქსელში, რომელიც ხშირად გამოირჩევა ხმაურიანი განცხადებებით სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. მისი თქმით, ქალს ყველაფერი სჭირდება, კაცს კი არაფერი. ასევე, როგორც იგი ვიდეომიმართვაში საუბრობს ქალს ერთადერთი ფუნქცია აქვს უნდა გადაარჩინოს და გააგრძელოს სიცოცხლე დედამიწაზე.
„ქალის ადგილი სამზარეულოშიაო, სამზარეულოშიო. მაგაზე დიდი სასულელე რამე გაგიგიათ?! ქალის ადგილი სამზარეულოში კი არაა - ქალის ადგილი სამზარეულოშიცაა, საძინებელშიც, საბერძნეთშიც და ყველგან…
ქალს ერთადერთი ფუნქცია აქვს - უნდა გადაარჩინოს და გააგრძელოს სიცოცხლე დედამიწაზე. ღმერთმა ქალი რისთვის შექმნა? ის შექმნა კონკრეტული მიზნისთვის, როგორც წერია ბიბლიაში, და კაცი არა; არსად წერია, რისთვის შეიქმნა კაცი.
რეალურად კაცს არ სჭირდება ქალი, კაცს არაფერი არ სჭირდება, მაგრამ ქალს სჭირდება კაცი: მას ძმა სჭირდება, მამა სჭირდება, პრეზიდენტი სჭირდება… ქალს სჭირდება ყველაფერი დედამიწაზე. მას სჭირდება სექსი, მამაკაცები სჭირდება ბავშვების გასაჩენად. ქალი არის ფუნქციური, მან უნდა ატრიალოს დედამიწა. ქალს ყველაფერი სჭირდება, კაცს კი არაფერი.
ქალი არის ერთადერთი არსება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტისთვის“, - ამბობს ტარიელ სუარი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: