მოდელი, ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ხშირად მოგზაურობს და საქართველოში ძალიან ცოტა დროს ატარებს, ამჯერად სამშობლოშია და ახალ კადრებს გვიზიარებს, რომელიც თბილისში, კერძოდ მის ძვირადღირებული სახლის ეზოშია გადაღებული.
იგი როგორც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
„საოცარი ადამიანი,“
„ანათებ“,
„ქართული ეშხი“,
„შეუდარებელი ხარ“,
„შენი სახლ-კარი გიხდება, ყველაზე მეტად“,
„მუდამ იბრწყინე“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში დიდი სიახლეა. მოდელს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა.
იგი ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული, რომელიც 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ის ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.




⭕ ასევე დაგაინტერესებთ: