
ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ბევრი გამომწერიც ჰყავს. მოდელი მუდმივად გვიზიარებს თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც და ყოველდღიურ ამბებსაც.
შეგახსენებთ, რომ მოდელი ცოტა ხნის წინ იტალიაში, საყვარელ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. თუმცა მან 8 ივლისს დაწერა მინიშნება, კვლავ მარტოა:
„2019 წლის შემდეგ ეს ჩემი პირველი ზაფხულია, როცა მარტო ვარ... გულწრფელად რომ ვთქვა - ცოტა რთულია და დამაბნეველიც“.
ამჯერად, ალექსანდრამ „ინსტაგრამზე“ გამომწერებს ახალი კადრები გაუზიარა, სადაც შავ გამჭვირვალე კაბაში პოზირებს.
კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა:
„ულამაზესი ხარ“,
„შეუდარებელი“,
„გამორჩეული“,
„საოცრად მოხდენილი და დახვეწილი“,
„რა კაბა და რა გოგო“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გია მურღულია: „ჭკვიანს სულელთან ერთი დიდი უპირატესობა აქვს - მან იცის, რომ შეიძლება შეცდეს“
⭕„ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ 21 წლის ასაკში ოჯახის შექმნა ადრეა“ - თათა ვასაძე გამომწერებს პასუხობს