ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ის ადამიანია, ვისაც არ უყვარს რისკი და ყოველთვის ცდილობს, დაფიქრდეს, გაიაზროს და ისე გადადგას ნაბიჯი. იგი წლების განმავლობაში „რუსთავი 2“-ში მუშაობდა, არხის ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო. შემდეგ კი მან „იუთუბის“ პლატფორმაზე გადაინაცვლა და საკუთარი პოდკასტი გააკეთა.
გვანცას 1-ელ სექტემბერს იუბილარი იყო, იგი 37 წლის გახდა და მნიშვნელოვანი თარიღი მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
მან სოციალურ ქსელში გამომწერებს დაბადების დღის კადრები გაუზიარა და წერს:
როდესაც ამ ფოტოებს მიღებდა ჩემი შვილი, აი ზუსტად მაგ მომენტში უბედნიერესად ვგრძნობდი თავს. რა უცნაურია ცხოვრება..გავხდი 37 წლის და თითქოს ახლა ვსწავლობ აწმყოს შეგრძნებას..
სულ ცარიელი სიტყვები და უბრალოდ გატრენდებული ფრაზა მეგონა “აქ და ახლა”… “აქ და ახლა”.. მართლა რამდენი ბედნიერი წამია ცხოვრებაში..
ყველას დიდი მადლობა - მე თქვენ მიყვარხართ.“
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როცა მეკითხებიან, შვილი არ გყავსო, ვერ ვამბობ, რომ არა-მეთქი“ - ეკო ფანგანის გულახდილი ინტერვიუ
⭕„თუ ცხოვრება ტექსტად არ გადაიქცა, განწირულია დასავიწყებლად“ - გია მურღულია