Digest Logo

რატომ იმყოფებოდა გიორგი გახარიას შვილი საფრანგეთში

1618906826
გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია 18 თებერვალს თანამდებობიდან გადადგა. მალევე გახდა ცნობილი, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს და ახალ გუნდს ქმნის. 

ვიდრე ექსპრემიერი პოლიტიკაში ახალი გუნდით მოვა, დროს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს.

გახარიასთან ერთად გადაღებული ფოტო, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე მოწერელიამაც გამოაქვეყნა, სადაც ყოფილი პრემიერი ბარით ხელშია აღბეჭდილი.

გიორგი გახარიას ჰყავს მეუღლე მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ია, რომელიც ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ექიმ-ლა­ბო­რან­ტად მუ­შა­ობს. წყვილს ერთი შვი­ლი, ანნა გა­ხა­რია ჰყავს.

ანნა 11 წლის არის. ცოტა ხნის წინ გახარიას ქალიშვილი საფრანგეთის სკო­ლა­ში ჩა­ი­რი­ცხა და რამდენიმე თვის განმავლობაში იქ იმყოფებოდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ანას საქართველოში დაბრუნება მოუწია. ექსპრემიერის შვილი სწავლას დისტანციურ რეჟიმზე აგრძელებს, თუმცა, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ის საფრანგეთში დაბრუნებას მალე აპირებს.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები

ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე

პოლიტიკოსების შვილები, რომლებიც მშობლების გზას გაჰყვნენ