Digest Logo

„რაც არ უნდა იჭორაონ ჩემზე, მაინც ყველაფერზე გავიცინებ...“ - შორენა ბეგაშვილი საკუთარი დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს აქვეყნებს

1752129599
შორენა ბეგაშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.

მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.

მოდელი 8 ივლისს იუბილარი იყო, იგი 43 წლის გახდა. ამჯერად შორენა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, რომელზედაც წერს:

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ, თითქოს რაც აქამდე ცუდი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, სიბოროტე, ტყუილი, ახლა ასმაგად სიკეთით მიბრუნდება.

43 წლის გავხდი და ვფიქრობ, რომ ყველაზე ბედნიერი ახლა ვარ. რაც არ უნდა იჭორაონ ჩემზე, მაინც ყველაფერზე გავიცინებ და ცხოვრებას გავაგრძელებ.

მადლობა ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო მოლოცვისთვის“, - წერს შორენა ბეგაშვილი.

ცნობისთვის, ბეგაშვილმა, დაბადების დღის წვეულება საკუთარ სახლში მოაწყო, სადაც მომღერლებმა სტუმრების გამხიარულებაზე იზრუნეს.

დაბადების დღეზე ასევე იყო დრესკოდი ყველა სტუმარს თეთრი ფერიs სამოსი ეცვა.

სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი სახეები: ლელა წურწუმია, რატი დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე, აჩიკო მეფარიძე, ხატია შამუგია. 

იხილეთ ფოტოები:👇

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რას იტყვის ხალხი?!... სწორია თუ არა ცხოვრება სხვების სურვილებით და შეხედულებებით - ფსიქოლოგის რჩევები

🎥 „როდესაც ბავშვი მამას ჰგავს...“ - სოფია კვინიკაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

🎥 საკვებით მოწამვლა ზაფხულში, როგორ დავიცვათ თავი კვებითი ინტოქსიკაციისაგან? - სპეციალისტის რჩევები