დიდხნიანი პაუზის შემდეგ მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე რეჟისორ ქეთი დოლიძესთან დაპირისპირებაზე ალაპარაკდა. გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ ნინელი ჭანკვეტაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ქეთი დოლიძესთან ერთად გატარებულ პერიოდს პატივს სცემს და ის ძალიან უყვარს.
„მე და ქეთის ის ურთიერთობა რაც გვქონდა, აღარ გვექნება არასდროს, ორივე აღზრდილი ადამიანები ვართ და მე მგონი, ისიც არ უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა. ჩემმა დუმილმა ბევრი რამ გააკეთა, როცა მე არ ავყევი არც ერთ ჟურნალისტს და არც ქეთის რეპლიკებს. მე ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ამ ჭკუაზე დადგებოდა - ახლა რომ ამბობს, თურმე ნინელი არაფერ შუაში ყოფილა. საწყენია, ეს თავში რატომ არ იცოდა, ჩვენ ძალიან ახლობლები ვიყავით. მე ქეთი ძალიან მიყვარს იქიდან გამომდინარე, რომ მრავალი წელი გაგვიტარებია ერთად და მე ამ ურთიერთობას ხაზს ვერ და არ გადავუსვამ. ძალიან ბევრი კარგი წუთები მახსოვს ერთად გატარებული ჭირში და ლხინშიც.
წყენა ძალიან ცოტაა.. თუ შენ ვიღაც ჟურნალისტის გჯერა და ჩემზე ფიქრობ, ისეთ რამეს, რაც არ უნდა იფიქრო, ესე იგი ფასი არ აქვს ჩვენს მომდევნო ურთიერთობას... ის ყოველთვის იქნება, თუ რამე გაუჭირდა ჭირში და ლხინში რასაკვირველია, იქ ვიქნები“, - ამბობს ნინელი ჭანკვეტაძე.
შეგახსენებთ რომ ქეთი დოლიძესა და ნინელი ჭანკვეტაძის დაპირისპირება დოლიძის „თუმანიშვილის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას უკავშირდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ასეთი სიურპრიზი დაგვახვედრეს მატარებელში - ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს“ - ნინო ქათამაძე
🔵„გამოიჩინეთ მეტი სითბო და ყურადღება ხანდაზმულების მიმართ“ - მიხეილ ცაგარელი