Digest Logo

🎥 როდის დაბრუნდება ბერა ივანიშვილი შოუბიზნესში: „7 ენა ვიცი, სიმღერაც ყველა ენაზე შემიძლია და შეიძლება, საუბარზე უკეთაც“

1781527761
ბერა ივანიშვილი

31 წლის მუსიკოსი ბერა ივანიშვილი აზერბაიჯანელი მომღერლისა და ბიზნესმენის, ემინ აგალაროვის გადაცემის სტუმარი იყო. ვრცელ და გულწრფელ ინტერვიუში ბერამ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც მუსიკალურ სფეროს დროებით ჩამოშორდა, ოჯახურ ამპლუასა და იმ დიდ გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც ახალი ძალებით აპირებს.

მისი თქმით, ცხოვრების ამ ეტაპზე მან ოჯახსა და შემოქმედებას შორის იდეალური ბალანსის პოვნა შეძლო.

ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ოჯახის შექმნამ მისი შინაგანი სამყარო და პრიორიტეტები სრულად შეცვალა, რამაც შოუბიზნესისთვის საჭირო თვისებები მცირე ხნით დააკარგვინა:

„ახლა მცირე პაუზა მაქვს, ოჯახს სჭირდებოდა ყურადღება და მთლიანად ვერ ვიყავი ჩართული მუსიკაში, თუმცა ვაპირებ დაბრუნებას ამ სფეროში სრულფასოვნად, ახალი ძალებით.

ოჯახი რომ შევქმენი, იმდენად მივეჩვიე ოჯახის მოვლას, მათზე ზრუნვას, მცირე ხნით „ეგო“ დავკარგე, რაც საჭიროა შოუბიზნესში. ოჯახთან, შვილებთან მეორეხარისხოვანი გავხდი და მცირე ხნით შევისვენე ამ სფეროსგან. ახლა მგონია, რომ ვიპოვე ბალანსი ოჯახსა და შემოქმედებას შორის“.

ინტერვიუში მუსიკოსი საკუთარ ლინგვისტურ და შემოქმედებით შესაძლებლობებზეც ამახვილებს ყურადღებას. როგორც ირკვევა, ის შვიდ ენას ფლობს და თითოეულ მათგანზე სიმღერა თავისუფლად შეუძლია:

„7 ენა ვიცი: ქართული, რუსული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური, პორტუგალიური, კრეოლური. სიმღერაც ყველა ენაზე შემიძლია და შეიძლება, საუბარზე უკეთაც“.

ყველაზე ემოციური ნაწილი მომავლის ხედვასა და შვილებისთვის სამაგალითო მამად ყოფნის სურვილს უკავშირდება. ბერა ივანიშვილი ფიქრობს იმაზე, თუ რა იქნება 10 წლის შემდეგ და რას უპასუხებს საკუთარ შვილს, როცა ის მამის წარმატებით დაინტერესდება:

„როცა ჩემი შვილი მოვა და მკითხავს: „მამა, შენ საუკეთესო ხარ შენს სფეროში?“, მომიწევს ვუპასუხო, რომ არა. მაგრამ ეს არ არის ყველაზე მთავარი. ყველაზე მთავარია, თუ მკითხავს: „გააკეთე მაქსიმუმი, რომ საუკეთესო ყოფილიყავი?“, ამაზეც მომიწევს უარყოფითი პასუხის გაცემა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი შესაძლებლობების 50%-იც არ ჩამიდია მუსიკაში.

თუმცა, მზად ვარ ბოლომდე წავიდე, რომ შვილს, მშობლებს ვუთხრა - „მე მაქსიმუმი გავაკეთე“. ჩემთვის ესაა მთავარი, რომ ყველა ძალისხმევა ჩავდო. სხვანაირად ვერ ვიქნები შვილისთვის მაგალითი. მინდა მქონდეს შესაძლებლობა, შვილებს ვუთხრა, რომ მამამ ყველაფერი გააკეთა, რათა გამოსვლოდა. რა გამოვიდა აქედან, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ისე, როგორც ის ფაქტი, რომ მე მაქსიმუმი გავაკეთე“.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ კადრები დალასიდან, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო - რატომ არ დატოვეს იაპონელმა ფანებმა სტადიონი ფინალური სასტვენის შემდეგ?

⭕ „ის მხოლოდ სიგრილე არ არის“ - 3 სახიფათო დაავადება, რომელსაც კონდიციონერის არასწორი გამოყენება იწვევს

⭕ ფინანსური წარმატება, მოულოდნელი შეხვედრები და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება 15-21 ივნისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის