Digest Logo

„როცა დავიბადე, ბედისწერის ნაწილში სამყარომ ჩამიწერა, რომ სცენაზე უნდა ვმდგარიყავი“ - ბაბი კირკიტაძე

1678791451
ბაბი კირკიტაძე

თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მომღერალი ბაბი კირკიტაძე, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული. როგორც თავად ამბობს, საჭირო დროს საჭირო ადგილზეც ხშირად ხვდება, იღბალიც უღიმის, წარმატებაში ბედისწერაც ხელს უწყობს და რაც მთავარია, ხალხის სიყვარულს ყოველთვის გრძნობს. მართალია, მის გვერდით საყვარელი მამაკაცი არ დგას, თუმცა, ამბობს, რომ კარიერული სტიმულისთვის ეს ნამდვილად არ სჭირდება. 

ბაბი კირკიტაძე: ბედისწერისა და იღბლის მჯერა, მაგრამ არა დამოუკიდებლად. ანუ, მგონია, ადამიანი, რომელიც ბევრს შრომობს, იღბალიც მასთან მიდის და წარმატების მიღწევაში ბედისწერაც შველის. მგონია, ბედისწერა სხვადასხვა ვარიანტებს გვთავაზობს და თავად უნდა ავირჩიოთ როგორი წესით გვინდა ცხოვრება.

– როგორ ფიქრობ, შენს შემთხვევაში, როგორ მოვიდა წარმატება?

– ჩემს წარმატებაში სამივე კომპონენტი – ბედისწერა, იღბალი და შრომისმოყვარეობა, ერთად დამეხმარა. სავარაუდოდ, როცა დავიბადე, ბედისწერის ნაწილში სამყარომ ჩამიწერა, რომ სცენაზე უნდა ვმდგარიყავი. ასე რომ, იღბალთან და ბედისწერასთან ერთად, რასაკვირველია, შრომა და მონდომებაც აუცილებელია. საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩენილვარ – ალბათ, ეს ბედისწერაა, მიშრომია და იღბალსაც გაუღიმია.

– ანუ, მოინდომე, ბედისწერას ხელი შეუწყვე, ბევრი იშრომე, ბევრი გააკეთე და ახლა ცხოვრების რა ეტაპზე ხარ?

– ჩემი ცხოვრების აქტიური პერიოდია 18 წლიდან მოყოლებული დღემდე. ანუ, ათი წელია და ცოტა დღე თუ მახსენდება ამ დროის განმავლობაში დამესვენა. მართლა თითზე ჩამოსათვლელი დასვენების დღეები მაქვს. ძალიან დიდი შრომის ხარჯზე მოხდა ის, რომ მე დღეს ბენდში ვმღერი, ხალხს ვუყვარვარ, ელოდება კონცერტს, ელოდება ჩვენს გამოჩენას სცენაზე და მათგან უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვიღებ. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვებაც ხომ ხალხის სიყვარულის დამსახურებაა. ჩემმა გულშემატკივრებმა უდიდესი ნდობა გამომიცხადეს და კიდევ ერთხელ მაგრძნობინეს, რომ ვუყვარვარ და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და ეს კიდევ უფრო საფრთხილოა ჩემი მხრიდან. მოკლედ, რა სიყვარულიც გავეცი მათდამი, უკან ასმაგად დამიბრუნეს. ბენდი აქტიურად მუშაობს, ჰიტების „გამოცხობის“ სეზონი იწყება და ამ ეტაპზე ჩემთვის პირველ ადგილზე ბენდი და მისი კარიერაა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 პრორუსულმა ძალებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვეს

🔵„დავრჩით მარტო - ღმერთი, მე და ჩემი ქარიშხლები. მოვკვდი და თავიდან დავიბადე... ცოცხალი ხარ გოგო, იარე! “ - ემიგრანტი ჟურნალისტის ემოციური პოსტი

🔵პასკა თუ პასქა? - საიდან იღებს სათავეს და რა ჰქვია მას ქართულად

წყარო: tbiliselebi.ge