
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წევრის გიორგი გველესიანი მშობლები „ფორტუნასთან“ შვილის შესახებ საუბრობენ. ისინი იხსენებენ გიორგის ბავშვობის დროინდელ ამბებსაც, როცა გიორგის ფეხბურთი არც აინტერესებდა, თუმცა საზღვარგარეთის მნიშვნელოვანი მატჩების შემდეგ იგი ფეხბურთით დაინტერესდა.
„ბავშვობაში მითხრა, „მანჩესტერ იუნაიტეტის“ ფორმა მიყიდეო, ვიფიქრე, ბურთი არ აქვს და ჯერ ბურთს ვუყიდი-მეთქი, ძალიან გამიბრაზდა“, - ამბობს დედა, ლელა გრძელიშვილი.
გიორგის მამამ, ასევე ისაუბრა რძალზეც.
„ძალიან გვიყვარს ჩვენი რძალია, უჭკვიანესი და უმშვენიერესი გოგოა, რაც ყველაზე მთავარია კარგი დედაა და ოჯახის მოყვარული“, - ამბობს ზურა გველესიანი.
ფორტუნასთან, ასევე საუბრობს გიორგი გველესიანის შვილები.
„მამას რომ ვნახულობ, ვმხიარულდები და მიხარია, კამერაში კარგად არ ჩანს ხოლმე“, - ამბობს გიორგის ქალიშვილი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: