Digest Logo

„ცის კაბადონზე ძალიან საინტერესო პერიოდში შევდივართ, პიკი ახალმთვარეობის იქნება გამთენიისას თბილისის დროით 02:57 საათზე“ - გიორგი ლობჯანიძე

1720172008
გიორგი ლობჯანიძე

ფსიქოლოგი ასტროლოგი და ეზოტერიკოსი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც 6 ივლისის ახალმთვარეობაზე წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

მისი თქმით, მომდევნო ორი კვირა მეტად კარგია აქტიური, გაბედული ნაბიჯების გადადგმისთვის. მშვენიერი დროა დეტალებზე კონცენტრირებისა და მეთოდური მუშაობისთვის.

„ცის კაბადონზე ძალიან საინტერესო პერიოდში შევდივართ და გეტყვით, რომ ხვალინდელი ახალმთვარეობა ზედ სირიუსის ვარსკვლავთან ახლოს ხდება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში 14°23’- გრადუსზე.

პიკი ახალმთვარეობის იქნება გამთენიისას თბილისის დროით 02:57 საათზე. ამ დროს ასპექტაციებიდან გვექნება მთვარის ტრიგონი სატურნზე და სექსტილი მარსზე, მართალია სუსტი ორბისული ძალით, მაგრამ ასე თუ ისე - შესამჩნევი ეფექტებით.

ეს ორი კვირა მეტად კარგია აქტიური, გაბედული ნაბიჯების გადადგმისთვის. მშვენიერი დროა დეტალებზე კონცენტრირებისა და მეთოდური მუშაობისთვის.

რაც შეეხება ყველასათვის საყვარელ და ნაცნობ სირიუსის ვარსკვლავს: ამ ვარსკვლავის დანახვა დედამიწის ყველა რეგიონიდან შეიძლება, ესაა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, რომელსაც აქვს ძლიერი ენერგია და ეწოდება „მცხუნვარე“.

სირიუსი აღნიშნავს უზარმაზარ შემოქმედებით ნიჭს და უნარებს. იძლევა პატივს, პოპულარობას, ენთუზიაზმს, ერთგულებას, ვნებას, შეუძლია რომ ადგლობრივები მისი მფარველები და კურატორებიც კი გახდნენ.

უარყოფითად განვითარებისას ეს ადამიანში ან ადამიანებში იძლევა ფსიქოზურ, ჭირვეულ პიროვნებას, რომელიც საშიშია საკუთარი თავისთვისაც კი.

სირიუსის ვარსკვლავი, სხვათა შორის, ბრაზილიის დროშაზეც გამოსახულია. ძველი ეგვიპტელების ცნობით კი, ყოველი წლის 5 ივლისს, როდესაც მზე და სირიუსი ერთმანეთს შეუერთდებოდნენ ეს ნილოსის ადიდებას მოასწავებდა. ძველი ბერძნებისთვის კი მისი გამოჩენა ცხელი დღეების მოახლოების ნიშანი იყო. ძველი სპარსული წყაროების თანახმად კი სირიუსი აღმოსავლეთის მეთაურადაა ცნობილი.

სირიუსი (ინგლისური „სერ“ მომდინარეობს ამ სიტყვიდან) „ვერგილიუსი“ კი ამბობს, რომ სირიუსი „მავნე სიცხეებით აზიანებს ცას“.

ასე და ამგვარად, სანამ ახლა მთვარე მატებაში მიდის, ეცადეთ, რომ უახლოესი ორი კვირის მანძილზე საქმეებს მიაქციოთ ყურადღება, დაიწყოთ ან გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

ბევრს გამოგივათ სამშობლოსთან, ბინასთან, ცხოველებთან არსებული პროცესების მოგვარება. კარგი პერიოდია ფსიქოლოგიური სეანსებისთვის, ფსიქიკის გაჯანსაღებისა და ემოციური მდგრადობისთვის, ასევე სარემონტო საშუალებებისთვის.

გისურვებთ წინსვლებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სანამ ხელში არ დაიჭერ, მანამდე ძნელია, წარმოიდგინო, ეს რა ემოციებია, შვილი დაუჯერებელი ბედნიერებაა…“ - ზუკა ხუციშვილი

🎥 „ეს არსად მომიყოლია, ხანდახან ხომ უნდა იყო სერიოზული, ჩვენი ჭინკები კი სულ რაღაცას თამაშობენ…“ – გიორგი გველესიანი ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილზე

⭕„აი ამიტომ არის ფეხბურთი იმაზე მეტი, ვიდრე ფეხბურთი... დისკვალიფიკაცია ფეხბურთელმა მხოლოდ ამ ჟესტის გამო მიიღო“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე