მსახიობი რუსკა მაყაშვილი პოდკასტს „KIDOC თამარ ობგაიძესთან ერთად“ სტუმრობდა, სადაც ჰიპერაქტიური შვილების აღზრდასა და პირად გამოცდილებაზე ისაუბრა.
მსახიობის უფროსი ვაჟი, ილია, ჰიპერაქტიურია. როგორც რუსკა აღნიშნავს, ოჯახმა ეს განსაკუთრებულობა მაშინ შეამჩნია, როდესაც ბავშვი 1 წლის გახდა.
„გადასარევი და გასაგიჟებელია ჰიპერაქტიური ბავშვი - ყველაფერი კარგია, რაც შეიძლება იყოს, ის არასოდეს იღლება. ეს მათი ცხოვრების სტილი და ნიჭია. დღემდე ვიძახი, რომ ილია მსოფლიოს 10 ყველაზე ჰიპერაქტიურ ბავშვს შორის შედის. კატო მასთან შედარებით არაფერია.
მეც ბავშვობაში ჰიპერაქტიური ვიყავი, თუმცა მაშინ ამას ასე სახელები არ ერქვა. ახლაც ჰიპერაქტიური ვარ. ჩემი დასჯა და სიმკაცრე ილიასთან არ ჭრის; იმდენი მეთოდი ვცადე და არაფერი გამოვიდა. მთავარია, ბავშვი ბედნიერია და ამ საკითხში მგონია, რომ ჩვენ უნდა მოვერგოთ ჩვენს შვილებს.
დაზუსტებით მაშინ მივხვდით, როდესაც ილია 1 წლის გახდა. მანამდეც ძალიან მხიარული იყო. ადრე დაიწყო სიარული, ლაპარაკი და ძალიან კონტაქტურია“, - აღნიშნავს რუსკა მაყაშვილი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ჩემი ცხოვრების ყველაზე მარტივი „დიახ“ - ვინ არის ტასო ხიზანიშვილის რჩეული