გადაცემაში Beauty Talk ტელეწამყვანმა და მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც იგი შეეხო, მის შესახებ არსებული ჭორები და სოციალურ ქსელებში გავრცელებული კრიტიკა იყო.
როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, როდესაც საქმე პირად ცხოვრებას ეხება, ეს მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია:
„არ მსიამოვნებს და, რეალურად, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ სულ ვბრაზდები - ადამიანები როგორ აძლევენ თავს უფლებას, რომ როდესაც შენზე წარმოდგენაც კი არ აქვთ და არ იციან, ვინ ხარ სინამდვილეში, მაინც დაწერონ თავიანთი აზრი?! ეს ძალიან ცუდია და მივმართავდი ამ ადამიანებს, უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ ყველაფერს, რადგან ზოგჯერ გვწყინს კიდეც. თუმცა, როდესაც საჯარო ადამიანი ხარ და ეკრანზე ხშირად გხედავენ, ბუნებრივია, ამას ახლავს ისიც, რომ ადამიანები თავისებურად გაფასებენ“, - აცხადებს სალომე ღვინიაშვილი.
რაც შეეხება გარეგნობასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ჭორებს, მოდელი განმარტავს:
„ბევრი ჭორი გამიგია როგორც პირად ცხოვრებაზე, ასევე გარეგნობაზეც. ხშირად ამბობენ, რომ გაკეთებული მაქვს კბილები, ცხვირი... ამ დროს კი არაფერი მაქვს გაკეთებული, არც სახე მაქვს აჭიმული. ასევე, პირად ცხოვრებაზეც გამიგია არასასიამოვნო ჭორები და, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, როდესაც პირადს ეხებიან, ეს ნამდვილად მტკივნეული და ძალიან არასასიამოვნოა“, - ამბობს მოდელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, როგორ ემზადებოდა Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუსთვის როზი ჰანტინგტონ უაიტლი