Digest Logo

სალომე ღვინიაშვილი იუბილარია - მოდელი 42 წლის გახდა

1779092413
სალომე ღვინიაშვილი იუბილარია -

მოდელი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იგი გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მოდელი წლების მატებასთან ერთად აქტუალობას არ კარგავს, მეტიც, ბევრი ადამიანისთვის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს.

უმშვენიერესი, სალომე ღვინიაშვილი დღეს, 18 მაისს, იუბილარია. იგი 42 წლის გახდა.

სალომემ უამრავი მილოცვა მიიღო მისი გამომწერებისგან.

„გილოცავ დაბადების დღეს“, 

„ გილოცავ დაბადების დღეს, ლამაზო შიგნიდანაც და გარედანაც“, 

„დაბადების დღეს გილოცავ ულამაზესო, მიყვარხარ“, - ულოცავენ მეგობრები. 

სალომე ღვინიაშვილი 1984 წლის 18 მაისს, თბილისში დაიბადა. მომავალი მოდელი ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა და ცეკვის სტუდიაშიც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით წარმატებას სამოდელო ბიზნესში მიაღწია.

სალომე ღვინიაშვილი 3 შვილის დედაა, უფროსი  შვილი ბიჭი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ.

სალომეს მეორე ქმარი ცნობილი ფეხბურთელი, ზურა ხიზანიშვილია. მოდელი 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო. წყვილს ორი შვილი, ნიტა და ტასუნა ჰყავს.

ნახეთ, ფოტოები 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ხუთშაბათს გვაქვს გრანდიოზული დღე... იაქტიურეთ!“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

⭕„სერიოზულ დაავადებებამდე ორგანიზმი ყოველთვის გვაძლევს ნიშნებს, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ“ - რა ინფორმაციას აქვეყნებს ფიტნესინსტრუქტორი

⭕ვენერა ურთიერთობებს დაალაგებს, მზარდი მთვარე კი ახალ შესაძლებლობებს მოგვიტანს - როგორი იქნება 18-24 მაისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის