გადაცემაში Beauty Talk ტელეწამყვანმა და მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ერთ-ერთი თემა, რომელსაც იგი შეეხო მის შესახებ არსებული ჭორები იყო, როგორც ტელეწამყვანი ამბობს როდესაც პირადს ეხებიან ეს მისთვის მტკივნეულია.
„არ მსიამოვნებს და რეალურად ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ სულ ვბრაზდები ადამიანები, როგორ აძლევენ თავს უფლებას, როდესაც შენზე წარმოდგენაც კი არ აქვთ, არ იციან ვინ ხარ სინამდვილეში, მაინც დაწერონ თავიანთი აზრი. ეს ძალიან ცუდია და მივმართავდი ამ ადამიანებს, უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ ყველაფერს, ზოგჯერ გვწყინს კიდეც. თუმცა, როდესაც საჯარო ადამიანი ხარ და ხშირად გხედავს ადამიანი ეკრანზე, ახლავს ეს ყველაფერი, როცა ადამიანები თავისებურად გაფასებენ“, - ამბობს სალომე ღვინიაშვილი.
რაც შეეხება ჭორებს:
„ბევრი ჭორი გამიგია, როგორც პირად ცხოვრებაზე ასევე გარეგნობაზეც. ხშირად ამბობენ, რომ გაკეთებული მაქვს კბილი, ცხვირი ამ დროს კი არ მაქვს გაკეთებული, არც სახე მაქვს აჭიმული. ასევე პირად ცხოვრებაზე არასასიამოვნო ჭორებიც გამიგია და არ მსიამოვნებს რა თქმა უნდა - როდესაც პირადს ეხებიან ეს მტკივნეული ნამდვილად არის და ძალიან არასასიამოვნო“, - ამბობს მოდელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, როგორ ემზადებოდა Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუსთვის როზი ჰანტინგტონ უაიტლი