
მსახიობი და ტელეწამყვანი სალომე შარვაძე 9 სექტემბერს იუბილარი იყო - მსახიობი 40 წლის გახდა.
მან დაბადების დღე მეგობრებისა და საზოგადოებისთვის ცნობილების წრეში, მხიარულად აღნიშნა.
იგი შესანიშნავ ფორმაში იყო, კადრებმა კი დიდი მოწონება დაიმსახურა. მას წვეულებაზე ყავისფერი და თეთრი ფერის ორეული ეცვა.
„გილოცავ ანათე მუდამ“,
„ულამაზესი ხარ“,
„ბედნიერი წლეები და დღეები გქონდეს“,
„გამორჩეული გოგო“,
„ბედნიერი დაბადების დღე,“
„ჩემო ულამაზესო,“
„იბრწყინე და იკაშკაშე ჩემო საყვარელო მრავალჟამიერ“, - წერენ კომენტარებში.
სალომე შარვაძე ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული ქეთის როლით მოიპოვა. იგი წლების განმავლობაში იყო სერიალის სამსახიობო გუნდის მუდმივი წევრი და დღემდე „ჩცდ“- ის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ პერსონაჟად რჩება. მის მიერ განსახიერებული ქეთი გულუბრყვილო ქალია, რომელიც გულწრფელობით გამოირჩევა.
სალომე შარვაძე 1985 წლის 16 აგვისტოს დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ ის პროფესიით ფარმაცევტია, ასევე დამთავრებული აქვს დრამისა და კინოს ფაკულტეტი თეატრალურ უნივერსიტეტში, მუშაობდა მსახიობად და პარალელურად იყო გაყიდვებისა- და ივენთმენეჯერი ერთ-ერთ მედიაჰოლდინგში.
სალომეს მეუღლე ბიზნესმენი მამუკა არველაძეა. წყვილს ერთი ქალიშვილი, მართა არველაძე ჰყავს. სალომესა და მამუკას 18-წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ და სალომე მეუღლის მიმართ სიყვარულს საჯაროდაც ხშირად გამოხატავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: