ქართველი მსახიობი და მოცეკვავე ნანუკა სტამბოლიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. განსაკუთრებული და საყოველთაო აღიარება მსახიობს, თურქულ სერიალში „სხვისი შვილი“ შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა, რის შემდეგაც საზოგადოების ყურადღება მუდმივად მისკენ არის მიპყრობილი. მეგობრები და კოლეგები ხშირად აღნიშნავენ, რომ მსახიობი უბრალოებით და უშუალობით გამოირჩევა. მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.
ამჯერად იგი გამომწერებს კადრებს ერთ-ერთი საჯინიბოს ფოტოსესიიდან უზიარებს, სადაც ნანუკა ულამაზეს ცხენებთან ერთად პოზირებს.
ახალმა კადრებმა საზოგადოების კომპლიმენტებიც დაიმსახურა:
„ჩემი ყველაზე ლამაზი გოგო“,
„საოცარი და საუცხოო გარეგნობა“,
„ბრწყინავ ნანუკა, ბედნიერებას გისურვებ“,
„როგორი ლამაზი კადრებია, ულამაზესი ხარ“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ერთადერთი გზა, ღმერთი და ეკლესიაა...“ - როგორ უმკლავდება სირთულეებს ნინი ქარსელაძე?
⭕„დამიწუნეს, ამ როლისთვის ახალგაზრდააო...“ - ბაია დვალიშვილის ცნობილი ოჯახი და როლი საკულტო სერიალში