Digest Logo

🎥 „საოცრად მღერი და საოცარი გოგო ხარ“ - მარიამ შენგელიას შესრულება, რომელიც სოცქსელს იპყრობს

1743076011
მარიამ შენგელია

ჯგუფ „მიქსტურას“ ვოკალისტი, მომღერალი მარიამ შენგელია საქართველოს „ევროვიზია 2025-ზე“ წარადგენს. 

„მთელი ცხოვრებაა, ვმღერი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მომღერალი არავინ მყავს, ჩემმა ოჯახის წევრებმა შეამჩნიეს, რომ მუსიკალური მონაცემები მქონდა და ხუთი წლის ასაკში სიმღერაზე შემიყვანეს. ბავშვობიდანვე ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა. მშობლების დაჟინებული თხოვნით გამოვედი კონკურსში. პირველი კონკურსი „X ფაქტორი“ იყო. ფილარმონიის სცენაზე, ამხელა აუდიტორიის წინაშე პირველად წარვდექი. ძალიან დიდი სტრესი იყო, თუმცა, იმავდროულად, ძალიან დიდი ბედნიერება. სცენაზე რომ დავდექი და ხმა ამოვიღე, ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ იქ ვიყავი, სადაც მინდოდა, მთელი ცხოვრება ვყოფილიყავი და ასე გრძელდება დღემდე. ამის შემდეგ იყო პროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“. ორივეს ფინალისტი ვარ. დღეს მყავს ბენდი „მიქსტურა“, რომელთან ერთადაც მართლა უამრავი კონცერტი მაქვს“, - ამბობს მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

სოციალურ ქსელში „პირველი არხი“ აქვეყნებს ახლგაზრდა მომღერლის შესრულებულ ესპანურ სიმღერას Tuyo, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: 

„ბუნებით დაჯილდოებული ყველანაირად კარგი გოგო“,

„მარიამ, ლამაზთვალება, საოცარო და ნიჭიერო ადამიანო“,

„ნუ მიაქცევ ამ ბოღმიან და უსამშობლო ადამიანებს ყურადღებას“, 

„საოცრად მღერი და საოცარი გოგო ხარ, სწორედ შენ უნდა ყოფილიყავი „ევროვიზიაზე“, 

„ვინ თუ არა შენ, საოცარი ხარ“,

„ტკბილი და ლამაზი მარიამი“, - წერენ კომენტარებში.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by პირველი არხი (@1tv.ge)

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბრძოლის წინ იესო ქრისტე მოვიდა ჩემთან...“ - რას ჰყვება ლაშა ბექაური

⭕„ვულოცავთ 2 წლის დაბადების დღეს ჩვენს ყველაზე ტკბილ პატარას“- კადრები დადუ ივანიშვილის იუბილედან

🎥 „ეს ის პროფესიაა, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ“ - გაიცანით 25 წლის მასწავლებელი