Digest Logo

„საუკეთესო კვირა ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად“ — ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებს ემოციური გზავნილით მიმართავს

1789841388
ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე საფრანგეთში დედასთან ერთად მოგზაურობიდან ემოციურ კადრებსა და შთაბეჭდილებებს აზიარებს.

ნორმანდიის, ბრეტანისა და პარიზის ვოიაჟის შემდეგ, მომღერალმა გამომწერებს თბილი სიტყვებით მიმართა და ყველას მოუწოდა, დედებთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ და დაუვიწყარი მოგონებები შექმნან.

„ნორმანდიასა და ბრეტანში მოგზაურობა დედაჩემთან ერთად და ტურის დასრულება ჩემს საყვარელ ქალაქში, პარიზში. სიტყვასიტყვით საუკეთესო კვირა ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად მთელს მსოფლიოში.

ჩაეხუტეთ დედას, აკოცეთ, იმოგზაურეთ მასთან ერთად და შექმენით მოგონებები, როცა კი ამის შესაძლებლობა გექნებათ. ჩვენი დედიკოები ხომ ჩვენი ყველაზე დიდი განძია“, - წერს ნუცა ბუზალაძე.

ნუცა ბუზალაძე პოპულარული ქართველი მომღერალია, რომელმაც ფართო საზოგადოების სიყვარული და აღიარება ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში წარმატებული მონაწილეობით მოიპოვა.

საერთაშორისო ასპარეზზე მან განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ამერიკულ მუსიკალურ შოუ American Idol-ში ასპარეზობით, სადაც TOP-12 მონაწილეს შორის მოხვდა და ლეგენდარულ შემსრულებლებთან ერთად დუეტიც შეასრულა. 2024 წელს ნუცა ბუზალაძე საქართველოს წარმომადგენელი იყო „ევროვიზიის“ სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე, სადაც სიმღერით Firefighter ფინალში გადავიდა.

მომღერალი აქტიურად მოგზაურობს, მუშაობს ახალ მუსიკალურ პროექტებზე და სოციალურ ქსელებში გამომწერებს ხშირად უზიარებს როგორც კარიერულ სიახლეებს, ისე პირად და ოჯახურ ფოტო-ვიდეო კადრებს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას...“ - დარიჩინის სასარგებლო თვისებები და მიღების სწორი გზები: არუნ ხათრის რჩევები

⭕ „ჩნდება გრძნობა, თითქოს ვერაფერს აღწევ“ - მზე თხის რქაში: ხათუნა ნოელის ასტროლოგიური რეკომენდაციები

⭕ „კოსმოსი ხელს შეგვიწყობს, მეტი ყურადღება დავუთმოთ ურთიერთობებს...“ - მზე სასწორში: თამარ ხოსროშვილის ასტროლოგიური პროგნოზი