Digest Logo

„შარშან ამ დროს არ ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა, სიმარტოვეში“ - თამუნა ამონაშვილი ოჯახსა და ტყუპების შეძენის შემდეგ შეცვლილ ცხოვრებაზე

1784896846
თამუნა ამონაშვილი

მომღერალი თამუნა ამონაშვილი მეუღლესთან, რეზი არჩვაძესა და შვილებთან, იონასა და მელანიასთან ერთად გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო. წყვილმა გადაცემაში მშობლობის ახალ ამპლუასა და იმ დიდ ბედნიერებაზე ისაუბრა, რაც შვილების დაბადებამ მათ ოჯახში შეიტანა. 

როგორც მომღერალმა აღნიშნა, პატარების გამოჩენამ მათ ყოველდღიურობას სრულიად ახალი აზრი შესძინა:

„ხშირად ვიხსენებთ, რომ შარშან ამ დროს არ ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა, სიმარტოვეში. ბავშვებისგან მარტო. ოჯახში ყველაზე დიდი და აღმატებული საჩუქრები არიან ბავშვები. ამის გარეშე ხშირად მიფიქრია, რომ რას ვაკეთებდი? როგორ ვცხოვრობდი?“, - ჰყვება თამუნა ამონაშვილი.

რეზი არჩვაძემ კი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დასძინა, რომ მთავარი საკუთარი ოცნებების რწმენაა:

„მსოფლიოში არ არსებობს, რამე მოინდომო, ძალიან, გულით მოინდომო და ვერ მიაღწიო, მთავარია გჯეროდეს შენი თავის და ბოლომდე მიაწვე“,  - აღნიშნა რეზი არჩვაძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„25 ივლისს დაწერეთ თქვენი შიშები და იმავე დღეს დაწვით“ – ასტროლოგის რჩევები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად

🎥 „5 წელი, დღე და ღამე ვთამაშობდი კაზინოში და მოვიწამლე ამ სენით“ - რას ჰყვება თეა დარჩია

⭕ „მადლობა ასეთი შვილების გაზრდისთვის! თორნიკე კვარაცხელიას თამაშით ტკბობა წინ გველის“ - ვის შეხვდა ნოე სულაბერიძე „დინამოს“ თამაშზე?