საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი - თორნიკე შენგელია გადაცემა „ნოესთან“ სტუმარი გახლდათ. მან პირადის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიყვარული ოჯახთან ასოცირდება.
თორნიკე: სიყვარული ჩემთვის ოჯახთან ასოცირდება. მეუღლე - სალი ზაზას ბავშვის ნათლობაში გავიცანი. მოდელი იყო. გვქონდა ფეისბუკის მიმოწერა. ყველა თავისუფალ დღეს ერთად ვატარებდით. თავიდან ჩაკეტილი იყო და მე რომ ჩემი მორიდება გამომეხატა ერთად ვერ ვიქნებოდით. ერთადერთი იყო ვისთანაც ინიციატორი და საუბრის დამწყები ვიქნები.
შემდეგ ისე მოხდა, რომ ნახვების მერე უფრო გამყარდა ურთიერთობა.
სალომე: ჩვენ სულ დავყვებით თამაშზე და ვგულშემატკივრობთ მამას. რთული რეჟიმი აქვს. ჩვენც ხშირად გვიწევს საცხოვრებლის შეცვლა და ვეგუებით ამას. ბოლონიაში კარგად ვგრძნობთ თავს. ბავშვებსაც მოსწონს ეს გარემო და ძალიან გვიხარია.
თორნიკე თავიდანვე ყურადღებიანი და თბილი იყო. მე ჩაკეტილი ვიყავი, არ ვიყავი მზად სერიოზული ურთიერთობისთვის, მაგრამ კარგად მოახერხა ყველაფერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რა ლამაზი ოცნებები გქონდა, ჩემო ლამაზთვალება“ - გიორგი მირზაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან