Digest Logo

„თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ახლა ვარ ბედნიერი...“ - მარტოა თუ არა ნეკა დოროყაშვილი, მოდელი პირადზე ალაპარაკდა

1732184858
 ნეკა დოროყაშვილი

ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, მოდელისა და ინფლუენსერის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ინტერესი ბოლო წლებია გაზრდილია. უფრო სწორად კი, ინტერესი ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ გაიზარდა, რაც მათ დაშორებას მოჰყვა.

ამჯერად ნეკას ქართველი მაყურებელი ერთ-ერთ ქართულ სერიალშიც ხედავს, როგორც ჩანს მან სამსახიობო კარიერასაც მიჰყო ხელი. ამასთან ნეკას თქმით, მისი პირველი მუსიკალური ალბომიც მალე გამოვა.

მას შემდეგ, რაც ნეკა დოროყაშვილი მეუღლეს, ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ გაშორდა, იმიჯი და ცხოვრების სტილი მკვეთრად შეიცვალა. იგი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს თამამ ფოტოებს.

რამდენიმე წლის წინ ყვითელ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეკა დოროყაშვილს თაყვანისმცემელმა ძვირად ღირებული მანქანა აჩუქა, რომლის ნამდვილობაზე მოდელს თავად არაფერი დაუწერია.

ნეკამ მაშინ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც უზარმაზარი ვარდებიც ჩანს.

„მთხოვეთ დამედო ჩემი ყოველდღიურობა. აი ინებეთ“, – დაწერა მოდელმა.

„მას შემდეგ, რაც ევროპიდან გრძელი მოგზაურობის შემდეგ დავბრუნდი, კარანტინში ყოფნა მიწევს, გამოკეტილი ვარ სასტუმრო ოთახში, ვიკეთებ პისიარ ტესტებს კორონავირუსზე. ეს რადიკალური ცვლილება ცოტათი სტრესულია, მაგრამ კარგი ისაა, რომ თუ ადამიანს შენზე ზრუნვა უნდა, ის ამას ნიუ-იორკიდანაც გააკეთებს. სასტუმროს საჭმელი კარგია, მაგრამ მე ახლა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნიუ-იორკიდან ჩემთვის შეკვეთილი სუში. თუ ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია, დისტანცია არაფერს ნიშნავს“, – დაწერა მაშინ კარანტინში მყოფმა მოდელმა.

რაც შეეხება ინტერესს, არის თუ არა მის გვერდით ახალი მამაკაცი, აღნიშნულ საკითხზე მოდელმა „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ისაუბრა.

„მე დღეს ვარ მარტო, მარტო ჩემ თავთან და ვარ სრულიად ბედნიერი. კარგი რეაბილიტაცია მჭირდება ყოველივე ამის შემდეგ. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ახლა ნეკა დოროყაშვილი არის ბედნიერი. არადა, ძალიან ბევრი წელი ვიყავი უბედური, ბედნიერება საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ“, - ამბობს ნეკა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვის ელოდება სიურპრიზი და რომელმა ნიშნებმა უნდა გამოიჩინონ მეტი დაკვირვება? - 21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ „ვერ გამირკვევია რომელი უფრო მომწონს…თქვენ?“ – ლინდა კიკოლაშვილის ცეცხლოვანი ფოტოები

⭕„ბავშვი 2020 წლის შემდეგ არ უნახავს...მე მას ვაპატიე, მინდა, რომ ბედნიერი იყოს“ - ნეკა დოროყაშვილის ცნობილი ქორწინება და ხმაურიანი სასამართლო პროცესი