მომღერალი თამუნა ამონაშვილი და რეჟისორი რეზიკო ჩხეიძე გასულ წელს მშობლები გახდნენ. მათ ტყუპები იონა და მელანია შეეძინათ.
ექიმ-რეპროდუქტოლოგი ნინო მუსერიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ცნობილი წყვილი ტყუპებთან ერთად პირველად გამოჩნდებიან სატელევიზიო სივრცეში. ისინი გადაცემაში „ნამდვილი ექიმები“ იმყოფებიან სტუმრად.
„შვილოსნობის გადავადება და წლების მერე გამოყინული ბიოლოგიური მასალა, ბედნიერი ტყუპების მშობლები რეზიკო არჩვაძე და თამუნა ამონაშვილი... პირველად სატელევიზიო სივრცეში, მელანია და იონა საუცხოო ტყუპები ნამდვილი ექიმები ეთერში ბედნიერ მშობლებთან ერთად.. გვიყურეთ“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
22-წლიანმა თანაცხოვრებამ მომღერლისა და პროდიუსერის წყვილი ბევრ ქარტეხილს გამოატარა. საქართველოსა და რუსეთში ცხოვრებას თან სდევდა მუდმივი მკურნალობა და შვილთან შეხვედრის დიდი მოლოდინი.
როგორც თამუნა ამონაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ფიქრობდა, რომ მისი მისია მომღერლობა და ადამიანების ცხოვრების გალამაზება იყო. თუმცა მოხდა საოცრება და დღეს, 60 წელს გადაცილებული მომღერალი, ორი შვილის დედა გახდა.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: