ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სიბერეში შვილისთვის ტვირთად ქცევას არ აპირებს და ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის შემთხვევაში, ცხოვრების პანსიონატში გაგრძელებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი რამდენიმე ბინისა და აგარაკის მფლობელია, მისი თქმით, გადაწყვეტილებას არა უსახლკარობა ან ფინანსური გაჭირვება, არამედ პირადი დამოუკიდებლობა და შვილზე ზრუნვა განაპირობებს. ამ თემაზე მან პოდკასტ „სარკასტიკაში“ ისაუბრა და საკუთარი უძრავი ქონების ჩამონათვალიც გაასაჯაროვა.
„როგორც კი პრობლემა შემექმნება, წავალ პანსიონატში, რომ ჩემს შვილს არ დავაწვე ტვირთად. რაც შეეხება სახლს, მაქვს რამდენიმე სახლი. გაბაშვილის ქუჩაზე მაქვს ერთი ბინა, ბაგებში მაქვს მეორე ბინა, რომელიც ჩემი ყოფილი ქმრის იყო, გაუჭირდა და გამოვისყიდე მე. გარიყულაზე მაქვს სახლი, გუდაურში მაქვს ორი აგარაკი და ბათუმში აქვს კიდევ ჩემს შვილს. ხელფასს რაც შეეხება, ძალიან ბევრი მქონდა. თქვენ ხომ არ გგონიათ რომ სულ სახლები მქონდა?! პირველ ქმარს რომ დავშორდი ნაქირავებში ვცხოვრობდი. დედაჩემმა ბავშვი წაიყვანა და ძალიან გაჭირვებით ვცხოვრობდი, ასევე დიდი შრომის შედეგად მაქვს რაც მაქვს“, - განაცხადა ტელეწამყვანმა.
შეგახსენებთ, რომ ნანიკო ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედი“ და გადაცემა „იმედის დღე“ რამდენიმე კვირის წინ, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძილის წინ ეს იგივეა, მანქანა მთელი ღამე დაქოქილი დატოვო“ - გიორგი ღოღობერიძე გირჩევთ!
🎥 „ერთხელ და სამუდამოდ დავამსხვრიოთ ეს მითი!“ - შეიძლება თუ არა ზაფხულში „ცე“ ვიტამინის გამოყენება?