Digest Logo

„წარმოუდგენელი სილამაზე!“ - სალომე ღვინიაშვილის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს

1791459599
სალომე ღვინიაშვილი

42 წლის მოდელი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იგი გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მოდელი წლების მატებასთან ერთად აქტუალობას არ კარგავს, მეტიც, ბევრი ადამიანისთვის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს.

მისი ჩაცმის სტილი, ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.

ამჯერად მან გამომწერებს, ახალი კადრები გაუზიარა სადაც შესანიშნავ ფორმაშია. მოდელი თეთრ კაბაში პოზირებს, რომელიც ქართველი დიზაინერი Dalood კოლექციიდან არის. მან ეს კაბა როგორც თავად წერს, განსაკუთრებული ღონისძიებისთვის მოირგო.

„განსაკუთრებული ღონისძიებისთვის“, - წერს სალომე და კადრებს გვიზიარებს, რომელმაც უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

„აბსოლუტურად წარმოუდგენელი სილამაზე!!“, 

„შეუდარებელი“, 

„ულამაზესია“,

„მომწონს შენი ჩაცმულობა“, 

„დახვეწილი და გემოვნებიანი“, - წერენ კომენტარებში. 

ცნობისთვის, სალომე ღვინიაშვილი 1984 წლის 18 მაისს, თბილისში დაიბადა. მომავალი მოდელი ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა და ცეკვის სტუდიაშიც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით წარმატებას სამოდელო ბიზნესში მიაღწია.

მოდელი 3 შვილის დედაა, უფროსი შვილი ბიჭი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ.

სალომეს მეორე ქმარი ცნობილი ფეხბურთელი, ზურა ხიზანიშვილია. მოდელი 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო. წყვილს ორი შვილი, ნიტა და ტასუნა ჰყავს.

ნახეთ, ფოტოები 👇

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Salome Gviniashvili (@salomegviniashvili)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ის თაიგული ყოველთვის ერთი გოგოსთვისაა“ - 26 წლის 4-გზის მსოფლიო ჩემპიონის, ტატო გრიგალაშვილის ოჯახური იდილია

⭕ახალმთვარეობა იწყება, როგორ გამოვიყენოთ მისი ენერგია სწორად და 4 კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ

⭕2027 წლის ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი ცნობილია - ასტროლოგების თქმით, მას წარმატების განსაკუთრებული შანსი ექნება

✕