„ცეკვავენ ვარსკვლავები“ მე-14 სეზონით ბრუნდება - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დღე“ მთავარი აღმასრულებელი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე საუბრობს. იგი მაყურებელს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება და როგორც გადაცემაში ნოე სულაბერიძე საუბრობს ეს იქნება ყველაზე ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობილი საერთაშორისო ფორმატი.
„მე შემიძლია, სიამაყით ვთქვა, რომ წლევანდელი წელი იქნება განსაკუთრებულად გამორჩეული. ცეკვის ხარისხით და ფორმატიდან ოდნავ გასული, თუმცა რა თქმა უნდა ძირითადი ღერძი რჩება.
50-ზე მეტ ტელეარხზე გადის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ თუმცა პროექტის ისტორიაში, პირველად ვარსკვლავებად შემოდიან მოცეკვავეები. სამეჯლისოს მოცეკვავეებს წყვილში დაუდგებიან წელს ქართულის მოცეკვავეები.
ბევრი სახელმწიფო ანსამბლი იღებ მონაწილეობას და ღრმად გვჯერა ჩვენი ამ ექსპერიმენტის. ეს იქნება ყველაზე ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობილი საერთაშორისო ფორმატი, აქ ჩვენ უკვე ვხვდებით ორ ძალიან დიდ პროფესიონალურ ძალას“, - ამბობს ნოე სულაბერიძე.
პროექტი ახალი წლის ღამეს დაიწყება და როგორც მთავარი აღმასრულებელი პროდიუსერი საუბრობს უცვლელი იქნება მსაჯები - გოჩა ჩერტკოევი, შორენა გაჩეჩილაძე და ირაკლი მაქაცარია იქნებიან წელსაც. იგი ასევე ტურიდან ტურში მაყურებელს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: