Digest Logo

წითელი კაბა და დახვეწილი სტილი: ნუცა ქავთარაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს - „ძალიან გიხდება...“

1789112621
ნუცა ქავთარაძე

ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე სოციალურ ქსელში მორიგ შთამბეჭდავ კადრებს უზიარებს გამომწერებს. ამჯერად ტელესახე სტუდიიდან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ელეგანტურ, წითელ კაბაში პოზირებს - მისმა დახვეწილმა იმიჯმა და სტილმა გულშემატკივრებისგან უამრავი დადებითი კომენტარი და კომპლიმენტი დაიმსახურა.

„ჩემი სილამაზე ნუცა“,

„ულამაზესი ხარ“,

„ძალიან გიხდება წითელი“, - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ნუცა ქავთარაძე ქართული მედიასივრცის ერთ-ერთი ცნობილი და საყვარელი სახეა. მან ჟურნალისტიკაში მოღვაწეობა ადრეული ასაკიდან დაიწყო და წლების განმავლობაში ტელეკომპანია „იმედის“ სხვადასხვა პოპულარულ გადაცემასა თუ პროექტში წამყვანის ამპლუაში წარდგა მაყურებლის წინაშე.

გარდა სატელევიზიო კარიერისა, ნუცა აქტიურადაა ჩართული ციფრულ მედიაში - იგი სოციალურ ქსელებში გამომწერებს ხშირად უზიარებს რჩევებს სტილისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ნუცა ქავთარაძის მეუღლე ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილია. წყვილი წლებია ერთად არის და მათ ერთი ვაჟი, სანი ჰყავთ.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nutsa Kavtaradze (@nutsa.kavtaradze)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამოიჩინეთ სიფრთხილე ცეცხლთან...“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა: ქეთი ოდიშელის პროგნოზი

⭕„ახალი ეტაპი იწყება“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე ძლიერ გავლენას მოახდენს: ნინა ხომერიკის პროგნოზი

⭕„თუ დაძაბულობას იგრძნობთ, მიიღეთ შხაპი, დადექით წყლის ქვეშ და წარმოიდგინეთ, როგორ გშორდებათ ყველაფერი ზედმეტი...“ - თაკო მელიქიშვილი 11 სექტემბრის ენერგიებზე