Digest Logo

წლები რომ გემატება, რა ბედნიერებააო... - როგორ მიულოცა ზაზა ფაჩულიამ სიდედრს დაბადების დღე

1679933557
ზაზა ფაჩულია და ზეინაბ დვალიშვილი

კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას სიდედრი ზეინაბ დვალიშვილი „დღის პოსტს“ ესტუმრა და სიძესთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ზეინაბ დვალიშვილი აღნიშნავს თუ რამდენად მეგობრული ურთიერთობა აქვს თავის სიძესთან და როგორი იუმორი აქვს მას.

🔵„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ - ზაზა ფაჩულია

„სიდედრის და სიძის ურთიერთობაზეა – ზაზას თამაში რომ ჰქონდა, მოდიოდა შუადღეს, ისვენებდა და არ უნდა შეგვეწუხებინა. ცუცა თვეების არის და გარეთ გვყავს. ზაზა წასულია ვარჯიშზე. ცუცას ვასეირნებ და კვამლი გამოვიდა სახლიდან. სიგნალიზაცია ჩაირთო. ჩემი ბავშვების აღმზრდელმა გამოგვხედა, არ შეგეშინდესო. პოლიცია რა სისწრაფით მოვიდა, ვერ გეტყვით. სან ფრანცისკოა. მე ეზოში ვარ. იარაღებით ამოვიდნენ, სახლში შემოვიდნენ. ვდგავარ, ენა არ ვიცი, შეშინებული. დარწმუნდნენ, რომ არაფერი მოხდა. დაგვაჯარიმეს, რა თქმა უნდა, და წავიდნენ. მოვიდა ზაზა. ვაიმე, ზაზა, გაიგე, რა მოხდა-მეთქი? დავიწყე წვრილად მოყოლა. ასე დამადგნენ იარაღებით-მეთქი… ზაზა მიყურებს – ვერ გესროლესო? მე ვუთხარი, ხომ არ გგონია ჩემი გადასვენება იაფი დაგიჯდებათქო... სასწაული იუმორი აქვს ზაზას. ამას წინ დაბადების დღე მომილოცა და მითხრა  - რა ბედნიერებაა ასაკი რომ გემატებაო“, - ამბობს ზეინაბ დვალიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

🔵„ნუ განსჯით ეკლესიის ჭეშმარიტების ხარისხს მისი წევრების ცოდვილობის ხარისხით“ - დედა სიდონია

🔵„აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არა აქვს“ - საგანგებო განცხადება