Digest Logo

„ცოლი არასოდეს მყვარებია“, მეუღლის ღალატი, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, დეპრესია და ცალმხრივი სიყვარული - გია სურამელაშვილის სკანდალური ამბები

1643019081
გია სურამელაშვილი

გია სურამელაშვილი 90-იან წლებში გამოჩნდა სცენაზე. მაშინ 21 წლის ბიჭი იყო...

„21 წლის ბიჭმა ფილარმონია გავავსე. „ნაგლად“ გადავწყვიტე სოლო კონცერტის გაკეთება, რამაც ხალხი დაშოკა. ეთერ კაკულიას მზიასთვის ჩუმად უთქვამს, ეს ბიჭი კარგად ვერ არის, ასე უცებ სოლო კონცერტის გაკეთება ვის გაუგიაო. ისე მეშინოდა, გულის წასვლამდე მივდიოდი, მაგრამ სცენაზე რომ გავედი, სასწაული ხდებოდა!“, - იხსენებდა მომღერალი.

ინტერვიუს ნაწყვეტი ჟურნალი „სარკიდან“:

– 21 წლის ბიჭს წარმატება თავში აგივარდათ თუ ამ გამოცდას გაუძელით?

– წარმატება თავში არ ამვარდნია, რადგან გვერდით სერიოზული გარემოცვა მყავდა. მაშინ გავიცანი აჩიკო მეფარიძე. გასტროლებზე სიარულით ვშოულობდი ფულს, ძალიან სერიოზულ ხალხში მოვხვდი. ცხოვრებამ ძალიან გამამაგრა. მერე მოვიდა სასწაული სიყვარული, რამაც მომკლა.

– ეს როგორ მოხდა?

– უკვე ვარსკვლავი ვიყავი, მაგრამ იმ გრძნობამ გამანადგურა. მერე ის დაბრუნდა, მაგრამ მე აღარ შევურიგდი. მას შემდეგ არავინ მყვარებია. ის ადამიანი ავტოავარიაში გარდაიცვალა, მაგრამ დღემდე მხოლოდ ის მიყვარს.

– თუ ასე ძალიან გიყვარდათ, რატომ დასრულდა ეს ურთიერთობა, რატომ აღარ შერიგდით?

– თბილისში რომ ვყოფილიყავი, შეიძლებოდა შევრიგებოდი კიდეც, მე კი მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი. ჩემთან მოვიდა, მაგრამ არ შევურიგდი. არაამქვეყნიურად მიყვარდა და მაინც დავთმე.

– ახლა ნანობთ?

– არ უნდა დამეთმო… ახლა მყავს მეგობარი ქალი, რომელმაც, არ მგონია, ეს ინტერვიუ წაიკითხოს, მაგრამ თუ წაიკითხა, რა ვქნა, ეწყინოს. აღარ არის ის სიყვარული, რასაც ოდესღაც იმ ერთი ქალის მიმართ ვგრძნობდი. გადასულელებული სიყვარული მხოლოდ ერთხელ ვიგრძენი.

სულით მოღალატე არ ვარ, მაგრამ ცხოვრებაში თურმე ყველაფერი ხდება. ბოზი ტიპი არ ვარ, თუ ერთი მყავს გვერდით, სხვებთან არ დავდივარ.

– თქვენს ერთადერთ სიყვარულზე დაქორწინებული იყავით?

– არა. მეუღლესთან მხოლოდ 2 წელი ვიცხოვრე. ცოლი არასოდეს მყვარებია.

– რა გამოდის, რომ ვისზეც დაქორწინდით, ის არ გიყვარდათ და ვინც გიყვარდათ, ცოლად არ შეირთეთ?

– კი.

– სად შეხვდით თქვენს დიდ სიყვარულს?

– ერთხელ ტელევიზიაში შევედი, ეს ადამიანი დავინახე და იმ წამს დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი. ორივე გავშეშდით. ერთხელ მე ტროლეიბუსიდან ჩავედი და ის თავის მეუღლესთან ერთად ადიოდა…

– გათხოვილი ქალი შეგიყვარდათ?

– ორივენი დაქორწინებულები ვიყავით. ერთმანეთს რომ ვხედავდით, ვითიშებოდით.

ფილარმონიას ვავსებდი, ჯაბა იოსელიანის დაცვა მემსახურებოდა, ფილარმონიიდან ფულს ვეზიდებოდი. ერთ-ერთი კონცერტის წინ საგრიმიოროს კარი გაიღო და ჩემი მეგობარი შემოვიდა, რომელსაც ეს გოგო შემოჰყვა.

ნახევარ საათში სცენაზე ვიყავი გასასვლელი, მაგრამ დავინახე თუ არა, გავითიშე. აბაზანაში შევიკეტე და ვკანკალებდი, ხელები, ფეხები წამერთვა. მეგონა, სიზმარში აღმოვჩნდი და კონცერტს ვეღარ ჩავატარებდი, რადგან ჩემს თავში ათასი რაღაც ხდებოდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ თავისი ფეხით ჩემს საგრიმიოროში მოვიდა. გავიყინე, მოვკვდი, ტუჩები გამილურჯდა. მივხვდი, რომ ეს იყო ის დღე, როდესაც ჩვენ უკვე ერთად უნდა ვყოფილიყავით.

– საყვარელი ქალისგან ღალატი როგორ გადაიტანეთ?

– 35 კონცერტი მქონდა დაგეგმილი, ყველა ბილეთი გაყიდული იყო და მითხრეს, გაუქმების შანსი არ არისო. ნერვიულობით 40 კილო დავრჩი, სულ შავები მეცვა. კონცერტებზე ერთი და იმავე ფორმით გავდიოდი, არ ვიცოდი, რა დროს წამომივიდოდა ცრემლები. ყველა კითხულობდა, ეს როგორი გიააო.

სწორედ მაშინ დავიწყე პლანის მოწევა და წამლის გაკეთება, მაგრამ ნარკოტიკზე დამოკიდებული არასოდეს ვყოფილვარ. გასინჯვის პერიოდები მქონდა, დიდად არ მომეწონა და თავის დანებებაც არ გამიჭირდა.

ხელებზე შემხედეთ, დღემდე მაქვს იარები.

საყვარელი ადამიანის დაკარგვა

სურამელაშვილი გადაცემაში „პროფილი“ ამბობდა, რომ კარანტინის პერიოდში საყვარელ ადამიანს დაშორდა. ამაზე საუბრისას კი ცრემლები ვერ შეიკავა.

„დავშორდი საყვარელ ადამიანს. საერთოდ არ ვარ პანიკიორი, ეს ადამიანია პანიკიორი. ცუდად ვარ მიყვარს... საგრიმიოროში გამლანძღა ზალიკომ, არ არის ის ადამიანი შენი შესაფერისიო“, - თქვა გია სურამელაშვილმა.

ავადმყოფობა

2021 წელს გიას გულის პრობლემებიც ჰქონდა. ის გულის შეტევით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი პროდიუსერის, ესმერალდა ჩხაიძის განცხადებით, მომღერალს გულის მწვავე ტკივილი აწუხებდა, თუმცა სამედიცინო დახმარების შედეგად გამოჯანმრთელდა.

ურთიერთობა დაცვასთან

გია სურამელაშვილის და მისი დაცვის წევრი გუჩო ბანდერასის ურთიერთობა სულ სხვა ფენომენია. ისინი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენლები არიან.

გუჩო ბანდერასისა და გია სურამელაშვილის თანამშრომლობა წლების წინ დაიწყო. ბანდერასი სურამელაშვილმა დაცვაში კასტინგის შედეგად აიყვანა.

ინტერვიუს ნაწყვეტი გამოცემა „რეიტინგიდან“:

- ბატონო გია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ და გუჩო ბანდერასი დაშორდით, რა მოხდა თქვენ შორის?
- საიდან მოიტანეთ. არ დავშორებულვართ.

- ამბობენ, რომ კონფლიქტი მოგივიდათ და ის სხვა ქვეყანაში წავიდა...
- რას ლაპარაკობთ. რაზე უნდა მოგვსვლოდა კონფლიქტი? ტყუილია ეს ამბავი.

- აბა, რატომ ვეღარ გხედავენ ბანდერასთან ერთად?
- გუჩო მოსკოვშია წასული, მიდის - მოდის. რაღაც პერიოდის შემდეგ ალბათ ისევ ჩამოვა და ერთად ვიმუშავებთ. არ გვიჩხუბია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„პუტინს მუს­ლი­მე­ბი მოკლავენ“, 42 წლის ასაკში გაჩენილი მესამე ბავშვი, კავშირი ჟვანიასთან და ზღაპრული სახლი - ლელა კაკულიას სკანდალები

🔵დაპირისპირება პატრიარქთან და შეთავაზება აბორტის გასაკეთებლად... - თეა თუთბერიძის სკანდალები

🔵შიშველი ფოტოსესია, გარეპილი 10 მცნება, დამწვარი სახლი და მამის ტრაგიკული სიკვდილი - პაატა თედიაშვილის სკანდალები

🔵7 000 ლარად შეფასებული საკუთარი „ჟაკეტი“, გოგოებისგან სექსის შეთავაზება, 645-ლარიანი ბილეთები და „შეჯიბრი“ გალაკტიონ ტაბიძესთან - ლაშა მაზანაშვილის სკანდალები

🔵საყვარელი ადამიანის გამო გახდომა, „უშვილობა“, ანათემას გადაცემული და დაპირისპირება მამა შალვასთან - მიშა მშვილდაძის სკანდალები

🔵მევახშეობა, ოჯახური „კლანი“, თავდასხმა და შვილის დაპატიმრება - დათო როსტომაშვილის სკანდალები

🔵13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები