Digest Logo

🎥 „თუ საცემია ვინმე, ჩვენ ვცემთ, მეუღლეებს არ ვრევთ საქმეში...“ - როდის და როგორ დაიწყო ხატია სიჭინავასა და თიკო ჩხეიძის მეგობრობა

1732622751
ხატა სიწინავა

ტელეეკრანებიდან გამქრალი ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ოჯახურ თუ ყოველდღიურ კადრებს საკუთარი ცხოვრებიდან. იგი თავისი ხმაურიანი განცხადებებით თუ შეფასებებით მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა და აქტუალობას ბოლო რამდენიმე წელია არ კარგავს. 

ამჯერად იგი გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც მეგობრებზე ისაუბრა, ასევე გაიხსენა მისი და თიკო ჩხეიძის გაცნობისა და დამეგობრების პერიოდი:

„ლამაზი ქალი ყოველთვის მომწონს და თიკოს ყოველთვის ვხედავდი სადარბაზოდან, რომ გამოდიოდა მანქანით. ყოველთვის თბილად ვესალმებოდით ერთმანეთს. ამით შემოიფარგლებოდა თავიდან ყველაფერი. შემდეგ დავილაპარაკეთ საერთო ბიზნესზე და საქმეზე. ღმერთს ვთხოვე ისეთ ადამიანს დამაკავშირე, რომ გამოგვივიდეს ეს საქმე მეთქი. კიკეთში ვიყავი რომ დავურეკე თიკოს და იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა.

მე მყავს ისეთი კაცი მეგობარი, რომელიც მართლა ყველაფერში გვერდში მედგა. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს გოგონებს შორის კონფლიქტი, ვიდრე კაცთან. ჩვენთვის ჩვენი ქმრები ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან. მთავარია სწორი ადამიანი შეარჩიო. ჩემი უახლოესი მეგობრები იყვნენ ჩემი და და ჩემი დაქალი, რომლებიც ახლა ამერიკაში არიან. უკვე ორი წელია არ მინახავს ისინი, სულ ვიძახი რომ ღმერთმა ალბათ ჩამინაცვლათქო. თუ საცემია ვინმე, ჩვენ ვცემთ, მეუღლეებს არ ვრევთ საქმეში“, - ჰყვება ხატია სიჭინავა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „პატარა შეცდომამ შესაძლოა დიდი პრობლება წარმოშვას...“ - 26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „ვუყურებ ჩემ წინ დგას კაცი, რომელსაც ხუთი ტყვია მოხვდა...“ - რას წერს თავდაცვის ძალების ოფიციალური გვერდი?

უამინდობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს